თბილისი (GBC) - TBC Bank Group PLC-ის (TBC PLC) დირექტორთა საბჭომ 1Q25-ის დივიდენდი გამოაცხადა - თითო TBC PLC-ის აქციაზე ₾1.5 ლარის ოდენობით. 

დივიდენდი გაიცემა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგში იმ ჩვეულებრივ აქციონერებზე, რომლებიც 2025 წლის 15 აგვისტოს დღის ბოლოს TBC PLC-ის აქციონერთა რეესტრში იქნებიან რეგისტრირებულნი.

ექს-დივიდენდის თარიღია 2025 წლის 14 აგვისტო, დივიდენდის რეკორდ დეითი — 15 აგვისტო, იგივეა კურსის კონვერტაციის თარიღიც, ხოლო გადახდა განხორციელდება 2025 წლის 5 სექტემბერს.

ლარისა და გირვანქა სტერლინგის კონვერტაციისთვის გამოყენებული იქნება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საშუალო გაცვლითი კურსი 2025 წლის 11-დან 15 აგვისტოს ჩათვლით (5-დღიანი საშუალო კურსი).

“მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ საბჭომ დაამტკიცა კვარტალური დივიდენდების გაცემის გადაწყვეტილება, რაც ხელს შეუწყობს აქციონერთა ღირებულების რეგულარულად ზრდას. ეს ნაბიჯი შესაძლებელი გახდა ძლიერი საოპერაციო მაჩვენებლების, ბიზნესის პროგნოზირებადობისა და ფრთხილი კაპიტალის მართვის ფონზე. შესაბამისად, საბჭომ გამოაცხადა 1Q25-ის შუალედური დივიდენდი თითო აქციაზე 1.5 ლარის ოდენობით”, - აცხადებს TBC PLC - ს CEO ვახტანგ ბუცხრიკიძე.