თბილისი (GBC) - ბანკებს კაპიტალზე მომგებიანობა შეუმცირდა, თუმცა კვლავ მაღალია, 24.7%.

ბანკების სააქციო კაპიტალი  წლიურად 20%-ით არის გაზრდილი, 9,25 მლრდ ლარამდე (l/y– ₾7.7 მლრდ).

კაპიტალზე მომგებიანობით, ბანკების აქციონერ/ინვესტორებში ყველაზე კმაყოფილი, საქველმოქმედო ფონდი ქართუა და შესაბამისად მისი დამფუძნებელი ოჯახი.

ბანკი ქართუს სააქციო კაპიტალი 300 მლნ მლნ ლარამდეა, უკუგება კი 25%-ს აღემატება. ყოველ 1 მლნ კაპიტალზე ბანკის მოგება 250 000 ლარია .

მომგებიანობის გამოსათვლელად  წმინდა მოგებით  და კაპიტალის საშუალო მაჩვენებლით ვხელმძღვანელობთ, გაითვალისწინეთ, რომ ცხრილში გაწლიურებული მაჩვენებელია და მცირე ცდომილება იქნება. 

მთლიანი სექტორის ROE (გაწლიურებული) წინა წელთან შედარებით შემცირებულია 24.7%-მდე ( 01.01.2022 - 30,7%).

ბანკები კაპიტალით და კაპიტალზე მომგებიანობით  (01.01.2023)

 

000 ლარი

ROE

თიბისი

3,587,892

26.60%

საქართველოს ბანკი

3,206,236

32.81%

ლიბერთი

405,353

18.30%

ბაზისბანკი

377,410

16.57%

პროკრედიტ ბანკი

283,484

17.82%

ქართუ ბანკი

246,125

25.35%

წყარო: ბანკები