აშშ-მა ორი რუსული ნავთობკომპანია - „როსნეფტი“ და „ლუკოილი“ დაასანქცირა
სახაზინო დეპარტამენტის
განცხადების თანახმად,
აშშ-ის სანქციები “რუსეთის
მხრიდან უკრაინაში ომის
დასასრულებლად სერიოზული
ერთგულების ნაკლებობის
შედეგია". მათივე თქმით,
დღევანდელი სანქციები
ზეწოლას ზრდის რუსეთის
ენერგეტიკის სექტორზე და
ამცირებს კრემლის
შესაძლებლობას.“მისი ომის
მანქანისთვის
შემოსავლების
მოსაპოვებლად და თავისი
დასუსტებული ეკონომიკის
მხარდასაჭერად”, -
ვკითხულობთ
განცხადებაში.აშშ
მოუწოდებს რუსეთს,
დაუყოვნებლივ შეწყვიტოს
ცეცხლი.“ახლა
მკვლელობების და
დაუყოვნებლივი ცეცხლის
შეწყვეტის დროა.
პრეზიდენტი პუტინის უარის
გათვალისწინებით,
დაასრულოს ეს უაზრო ომი,
სახაზინო დეპარტამენტი
რუსეთის ორ უდიდესი
ნავთობკომპანიას
ასანქცირებს, რომლებიც
კრემლის ომის მანქანას
აფინანსებენ. სახაზინო
დეპარტამენტი მზად არის,
შემდგომი ქმედებებისთვის,
თუ საჭირო იქნება, რათა
მხარი დაუჭიროს პრეზიდენტ
ტრამპის მცდელობებს,
დაასრულოს კიდევ ერთი ომი.
ჩვენს მოკავშირეებს
მოვუწოდებთ,
შემოგვიერთდნენ და
დაიცვან ეს სანქციები”, -
განაცხადა აშშ-ის სახაზინო
მდივანმა, სკოტ
ბესენტმა.განცხადების
თანახმად, “როსნეფტი”
ვერტიკალურად
ინტეგრირებული
ენერგოკომპანიაა, რომელიც
სპეციალიზებულია
ბენზინის, ბუნებრივი
აირისა და
ნავთობპროდუქტების
აღმოჩენაში, მოპოვებაში,
გადამუშავებაში,
ტრანსპორტირებასა და
გაყიდვაში.“ლუკოილი” კი
თავის მხრივ, ჩართულია
ნავთობისა და ბუნებრივი
აირის: მოპოვებაში,
წარმოებაში,
გადამუშავებაში,
მარკეტინგსა და
გავრცელებაში, როგორც
რუსეთში, ასევე,
საერთაშორისოდ.რა შედეგს
გამოიწვევს, აღნიშნული
ცვლილება საქართველოსთვის
ამაზე ეკონომისტმა, რომან
გოცირიძემ სოციალურ
ქსელში დაწერა, მისი თქმით,
ამერიკამ “როსნეფტი” და
“ლუკოილი” აქამდე იმიტომ
ვერ დაასანქცირა, რომ
"ბედავდნენ და მთელ
დასავლეთს იყვნენ
მოდებულები და დიდი
პრობლემები
წარმოიქმნებოდა"."23
ოქტომბერს აქაური
“ლუკოილის”
ბენზინგასამართებიც
გაჩერდება. ანგარიშები
გაეყინება, ბარათით
ვერავინ გადაიხდის.
ნებისმიერი კომპანია,
რომელშიც “როსნეფტს” და
“ლუკოილის” წილის 50%-ზე მეტი
აქვს, დასანქცირდება.
ასეთები საქართველოშიც
იქნებიან. დიდი დარტყმაა
რუსული ომის მანქანისთვის",
- წერს რომან გოცირიძე.
1761194280