ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კრახი დიპლომატიის რადიკალური რეფორმისკე...
ევროკავშირის უუნარობა,
მიიღოს ერთიანი
გადაწყვეტილებები,
როგორიცაა კიევისთვის 90
მილიარდი ევროს ოდენობის
სესხის განბლოკვა,
დასავლეთ სანაპიროზე
მოძალადე
დასახლებულებისთვის
სანქციების დაწესება და
რუსეთის წინააღმდეგ
მიმართული ზომების
გატარება - სისტემურ
პარალიზებას ააშკარავებს.
ამის შესახებ POLITICO-ს ცხრა
ევროპელმა დიპლომატმა,
ოფიციალურმა პირმა,
კანონმდებელმა და
ექსპერტმა
განუცხადა.სასწორზე იმაზე
მეტი დევს, ვიდრე უბრალოდ
შიდა პროცესები: ახლო
აღმოსავლეთში ესკალაციის,
უკრაინაში რუსეთის ომის
გაჭიანურებისა და
დაძაბული
ტრანსატლანტიკური
ურთიერთობების ფონზე,
დიპლომატები POLITICO-სთან
ამბობენ, რომ ევროკავშირი
განაპირას დარჩენის
რისკის წინაშე დგას იმ
მომენტში, როდესაც
გეოპოლიტიკური
გადაწყვეტილებები უფრო
სწრაფად მიიღება, ვიდრე მის
სისტემას შეუძლია
რეაგირება. ჩიხით
გამოწვეული უკმაყოფილება
უკვე საჯარო ხდება.
ქვეყნების მზარდი ჯგუფი,
გერმანიისა და შვედეთის
ლიდერობით, ითხოვს
ეროვნული ვეტოს უფლების
მკვეთრ შეზღუდვას ან სრულ
გაუქმებას, რაც საშუალებას
აძლევს ერთ დედაქალაქს,
დაბლოკოს ნებისმიერი
ქმედება.„ჩვენ უნდა
გავაუქმოთ ერთსულოვნების
პრინციპი ევროკავშირის
საგარეო და უსაფრთხოების
პოლიტიკაში მიმდინარე
საკანონმდებლო პერიოდის
დასრულებამდე, რათა უკეთ
შევძლოთ საერთაშორისო
ასპარეზზე მოქმედება და
ვიყოთ ჭეშმარიტად
მოწიფულები“, - განაცხადა
შაბათს გერმანიის საგარეო
საქმეთა მინისტრმა იოჰან
ვადეფულმა. „ყველა ის
გამოცდილება, რაც ბოლო
კვირებში უკრაინის
დახმარებისა და რუსეთის
სანქციების გარშემო
მივიღეთ, სწორედ ამაზე
მიუთითებს“. გასულ თვეში
შვედეთის
პრემიერ-მინისტრმა ულფ
კრისტერსონმაც აღნიშნა,
რომ ლიდერებს შორის კვლავ
დადგება საკითხი საგარეო
პოლიტიკაში
გადაწყვეტილებების
კვალიფიციური
უმრავლესობით მიღების
შესახებ.ეს ზეწოლა იზრდება
იმ ფონზე, როდესაც უნგრეთი,
12 აპრილს დაგეგმილ
არჩევნებამდე ერთი კვირით
ადრე, აფერხებს
მნიშვნელოვან
გადაწყვეტილებებს, მათ
შორის კიევისთვის 90
მილიარდიან სესხს. ეს
აძლიერებს შიშს სხვა
დედაქალაქებში, რომ
ევროკავშირის საგარეო
პოლიტიკა შიდაპოლიტიკური
თამაშების მძევალი ხდება.
დიპლომატები აფრთხილებენ,
რომ მაშინაც კი, თუ
პრემიერ-მინისტრი ვიქტორ
ორბანი ძალაუფლებას
დაკარგავს, ფუნდამენტური
პრობლემა დარჩება -
ერთსულოვნების წესი
ნებისმიერ მთავრობას
აძლევს ბლოკირების
საშუალებას.„სერიოზული
პრობლემები გვაქვს
გადაწყვეტილების მიღების
პროცესში“, - განუცხადა
POLITICO-ს ესპანელმა
სოციალისტმა
კანონმდებელმა ნაჩო
სანჩეს ამორმა.
„ყოველთვიურად ჩნდება
ახალი საკითხი, რომელიც ამ
ტენდენციას უსვამს ხაზს.
ჩვენ უნდა
ვიმოქმედოთ“.მეორე მხრივ,
ქვეყნების სხვა ჯგუფი -
საფრანგეთის, ბელგიისა და
მცირე წევრი
სახელმწიფოების ჩათვლით -
შიშობს, რომ მათი
ინტერესები დაიკარგება და
ვეტოს უფლების დაცვას
ცდილობს. „ახლა ევროპული
ერთსულოვნების წესებზე
დებატების დაწყება,
ვფიქრობ, ყველაზე მოკლე
გზაა რეალური პრობლემების
შესაქმნელად“, - განუცხადა
ბელგიის
პრემიერ-მინისტრმა ბარტ დე
ვევერმა ჟურნალისტებს
გასულ თვეში.ასი ყვავილი
ყვავისPOLITICO წერს, რომ
ევროპულ დედაქალაქებში
თითქმის ყველაფერზე
არსებობს კონსენსუსი:
სისტემა არ
მუშაობს.„შეხედეთ
დასავლეთ სანაპიროზე
დასახლებულთა წინააღმდეგ
სანქციებს - ეს სრული
კატასტროფაა, - თქვა
ევროკავშირის
მაღალჩინოსანმა. – 27
ქვეყნიდან 26 მხარს უჭერს,
გერმანიაც კი თანახმაა,
მაგრამ ერთი ქვეყნის გამო
ვერაფერს ვაკეთებთ“.ბოლო
ინსტიტუციურმა
დაძაბულობამ კიდევ უფრო
გააძლიერა დრეიფის
შეგრძნება. ევროკომისიის
პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ
ლაიენი და ევროკავშირის
მთავარი დიპლომატი კაია
კალასი ერთმანეთს
დაუპირისპირდნენ იმის
გამო, თუ ვინ უნდა იყოს
წამყვანი საგარეო
პოლიტიკაში.თუმცა,
დიპლომატები ამბობენ, რომ
ეს ბრძოლები სიმპტომია და
არა მიზეზი. „ყველას ესმის,
რომ EEAS [ევროპის საგარეო
ქმედებათა სამსახური] ისე
არ მუშაობს, როგორც
საჭიროა“, - განაცხადა
მეორე დიპლომატმა
ქვეყნიდან, რომელსაც ვეტოს
შენარჩუნება სურს.
კულისებს მიღმა უკვე
მიმდინარეობს
„არაფორმალური, მაღალი
დონის“ განხილვები დიდ
ქვეყნებს შორის შესაძლო
გამოსავლის მოსაძებნად,
მათ შორის EEAS-ის
რეფორმირებაზე.ეს ვეტოა,
სულელობევრისთვის მთავარი
პრობლემა
ერთსულოვნებაა.მესამე
მაღალჩინოსანმა
დიპლომატმა გაიხსენა 2022
წლის ეპიზოდი, როდესაც
უნგრეთის საგარეო საქმეთა
მინისტრი პეტერ სიიარტო
ენერგეტიკის საბჭოს
სხდომებში მონაწილეობდა,
სადაც გადაწყვეტილებები
კვალიფიციური
უმრავლესობით მიიღება. „ის
ჩვეულებრივ სტილში იყო...
ყველას თავს ესხმოდა“, -
თქვა დიპლომატმა. მაგრამ
საგარეო პოლიტიკისგან
განსხვავებით, აქ
ბუდაპეშტის ხმა
უმცირესობაში დარჩა. „ის
შოკირებული იყო. ეგონა,
ისევ საგარეო საქმეთა
საბჭოში (FAC) იმყოფებოდა.
სექტემბერში კი
მოულოდნელად საოცრად
მომხიბვლელი და თავაზიანი
მინისტრი გახდა“.POLITICO წერს,
რომ სანამ საფრანგეთის
პრეზიდენტი ემანუელ
მაკრონი და გერმანიის
კანცლერი ფრიდრიხ მერცი ამ
საკითხზე ჯერ კიდევ ვერ
თანხმდებიან, ანალიტიკური
ცენტრები და პოლიტიკური
პარტიები დებატების
ფორმირებას ცდილობენ.
„ევროპის სახალხო
პარტიამ“ (EPP) წარმოადგინა
ინიციატივა ევროკავშირის
საგარეო პოლიტიკის
ხელმძღვანელის პოსტის
„ევროკავშირის საგარეო
საქმეთა მინისტრის“
პოსტით ჩანაცვლების
შესახებ და უსაფრთხოების
საბჭოს შექმნისკენ
მოუწოდებს, რომელშიც
პარტნიორებიც (დიდი
ბრიტანეთი, ნორვეგია,
ისლანდია) შევლენ.EEAS-ის
კომისიაში
შერწყმაკარნეგის ფონდის
უფროსი მკვლევარი სტეფან
ლენე მსგავს სტრუქტურულ
ცვლილებებს უჭერს მხარს,
მათ შორის EEAS-ის
ევროკომისიაში დაბრუნებას
და ევროპული უსაფრთხოების
საბჭოს შექმნას, რათა
ბლოკმა უფრო სწრაფად
უპასუხოს მუქარებს,
როგორიცაა ირანული
დრონები და რაკეტები.„ის
ფაქტი, რომ ჩვენი საგარეო
პოლიტიკური სტრუქტურები
დისფუნქციურია, ბევრს
ესმის, - განუცხადა ლენემ
POLITICO-ს. – ამ სფეროში
ინოვაციების არქონა,
რბილად რომ ვთქვათ,
უცნაურია“.თუმცა, ყველა არ
არის დარწმუნებული.
ზოგიერთი მიიჩნევს, რომ
პრობლემა არა
სტრუქტურებში, არამედ
პოლიტიკურ
ნებაშია.„ბაზისური
პრობლემა არ შეცვლილა, ეს
ერთსულოვნებაა, - დასძინა
მესამე დიპლომატმა. – თქვენ
შეგიძლიათ შექმნათ 1 000
ინსტიტუტი. სანამ
ერთსულოვნების პრინციპი
იარსებებს, სისტემა
გამართულად ვერასოდეს
იმუშავებს“.
1775549134