თბილისი (GBC) - დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ–მინისტრმა რიში სუნაკმა რუსეთი „გარიყულ სახელმწიფოდ“ მოიხსენია და მსოფლიო ეკონომიკაზე მისი გავლენის შემცირების გეგმა წარმოადგინა. სუნაკმა თავისი სტატია The Telegraph–ში გამოაქვეყნა. პრემიერის აზრით, ქვეყნებმა უნდა შეამცირონ რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულება და მეტი სურსათი აწარმოონ.

რიში სუნაკის გეგმა 5 პუნქტისგან შედგება:

1. გაგრძელდეს მათი მხარდაჭერა, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ ამ ზამთარს. დიდი ბრიტანეთი განაგრძობს უკრაინის დახმარებას, ასევე ეხმარება საკუთარ მოქალაქეებს ელექტროენერგიის გადასახადის კუთხით და მიმართავს ზომებს, მსოფლიოში შიმშილის აღსაკვეთად;

2. ქვეყნებმა, რომლებსაც ამის შესაძლებლობა აქვთ, მეტი სურსათი უნდა აწარმოონ და გამოათავისუფლონ მარაგები. სუნაკი რუსეთს ადანაშაულებს, რომ იგი სურსათს იარაღად იყენებს და მხარი დაუჭირა გაეროს, გააგრძელოს მარცვლეულის შეთანხმება;

3. მიწოდების ჯაჭვების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და სასწრაფოდ უარის თქვა ისეთ ქვეყნებზე ენერგოდამოკიდებულებაზე, როგორიცაა რუსეთი;

4. თავისუფალი ბაზრებისა და გლობალური ეკონომიკის გახსნილობის მხარდაჭერა;

5. გამოვლინდეს ყველა, ვინც თავის შესაძლებლობების განვითარებადი ქვეყნებისთვის საკრედიტო მახეებად იყენებს, ასევე განეიტრალდეს ინფლაციის ზრდის მიზეზები.

რიში სუნაკმა ეს გეგმა G20-ის სამიტის წინ გამოაქვეყნა. რუსეთის დელეგაციას კუნძულ ბალიზე, სადაც სამიტი იმართება, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი უხელმძღვანელებს. ბრიტანული მედიის ცნობით, ლავროვის გამოსვლას სამიტზე ბრიტანეთი და ევროკავშირი ბოიკოტს გამოუცხადებენ.

მანამდე, ორშაბათს, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა პუტინის გადაწყვეტილებაზე, არ დასწრებოდა სამიტს, განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა არ ისურვა ევროპელების კრიტიკის მოსმენა.