თბილისი (GBC) – სატრანსპორტო დერეფნების კვლევის ცენტრი რუსეთის პორტებზე დასავლეთის სანქციების ზეგავლენის შედეგებს აანალიზებს. 25 ოქტომბერს ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ანალიზში ნათქვამია, რომ ამ ზეგავლენის აღსაქმელად აუცილებელია მონაცემების დეტალიზაცია და რუსეთის ცალკეულ მსხვილ ნავსადგურებში ტვირთბრუნვის ანალიზის ჩატარება.

აზოვი - შავი ზღვის არეალში რუსეთის ნავსადგურები

სანქიების პერიოდში, ადგილი აქვს ჯამური ტვირთბრუნვის მოცულობის ზრდას, 2022 წელს - ჯამურად 263.6 მლნ ტონას მიაღწია და  2.7%–ით აღემატება სანქციებამდე 2021 წელს რუსეთის შავი ზღვის აუზში ჯამურ ტვირთბრუნვას.

ნოვოროსიისკის ნავსადგური რუსეთისთვის შავი ზღვის აუზის ძირითადი ნავსადგურია, 2022 წელს ტვირთბრუნვამ 147.4 მლნ ტონა შეადგინა. 2021 წელთან შედარებით უმნიშვნელო ზრდაა. აღსანიშნავია, რომ ნოვოროსიისკის ნავსადგური ძირითადად ყაზახური (შევრონი) ნედლი ნავთობის გატარებაზეა ორიენტირებული.

ბალტიის  ზღვის არეალში რუსეთის ნავსადგურები

სანქციების პერიოდში, ადგილი აქვს ტვირთბრუნვის ჯამური მოცულობის შემცირებას, 2022 წელს - ჯამურად 245.5 მლნ ტონას მიაღწია (-2.9%), 2021 წელი - 252.8 მლნ ტონა.

სანქტ-პეტერბურგის ნავსადგური წარმოადგენს ძირითად ნავსადგურს, 2022 წელს ტვირთბრუნვამ 38.8  მლნ ტონა შადგინა. კლება 2021 წელთან შედარებით - 37.5%, რაც მიუთითებს სანქციების ამოქმედების „ეფექტს“. აღსანიშნავია, რომ სანქტ-პეტერბურგის ნავსადგურის გამტარუნარიანობა შეადგენს 110 მლნ ტონას და მხოლოდ მესამედითაა დატვირთული.

ანალოგიურად კალინინგრადის ნავსადგური, რომლის გამტარუნარიანობა 44 მლნ ტონაა, 2022  წელს 90% შემცირდა ტვირთბრუნვა.

2022 წელს 1 მილიონი TEU, 57%–ით შემცირდა კონტენერების ბრუნვა, რაც მიუთითებს, რომ ევროპისკენ ორიენტირებული ნავსადგურების ტვირთბრუნვა საგრძნობლადაა შემცირებული.

ის, რომ რუსეთის ნავსადგურები, ძირითადად არასანქცირებულ საკუთარ ნედნეულის გატარებაზეა  ორიენტირებული, მიუთითებს აზოვი - ზავი ზღვის 2023 წელი 5 თვის ტვირთბრუნვის ანალიზი - 126,6 მლნ ტონა (+21,7%), მათ შორის  60,2 მლნ ტონა (+35,6%), თხევადი ტვირთი – 66,4 მლნ ტონა (+11,3%).

რუსეთის შავი ზღვის ნავსადგურებში, მიუხედავად სანქციებისა, შეინიშნება ტვირთბრუნვის ზრდა.

ნოვოროსიისკის ტვირთბრუნვა - 69,4 მლნ ტონა (+9,9%), ტამანი – 18,8 მლნ ტონა (+6,5%), ტუაფსე – 10,7 მლნ ტონა (+42,6%), კავკაზი– 9,3 მლნ ტონა (ზრდა  2,2  ჯერ);

დასკვნა - სანქციების ამოქმედებამ, მნიშვნელოვნად დააზარალა ევროპისკენ მიმართული, ბალტიის რუსული ნავსადგურები, რაც შეეხება შავი ზღვის რუსულ ნავსადგურებს, ტვირთბრუნვა ზრდადია.