თბილისი (GBC) - 2022 წლის III კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 3.2 %-ით შემცირდა და 933.0 ათასი სული შეადგინა.

აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 457.8 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 0.3 %-ით აღემატება. ღორის რაოდენობა 202.4 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 15.9 %-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ფრინველის რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.3 %-ით შემცირდა და 10.6 მილიონი ფრთა შეადგინა.

 

ქვემოთ მოცემულ დიაგრამებზე წარმოდგენილია მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და წვრილფეხა პირუტყვის სულადობა, აგრეთვე, ფრინველის რაოდენობა 2016-2022 წლების III კვარტალის ბოლოსათვის.