თბილისი (GBC) - საქსტატის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, რუსეთი საქართველოს N1 სავაჭრო პარტნიორია. ამ პერიოდში რუსეთთან საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ $467.1 მლნ შეადგინა, რაც მთლიანი ბრუნვის 16.1%-ია.
ამ პერიოდში რუსეთში ექსპორტმა $128.2 მლნ (+38.1% y.y), ხოლო იმპორტმა $338.8 მლნ (+86.3% y.y) შეადგინა.
გთავაზობთ იანვარ-თებერვლის TOP 5 ექსპორტ/იმპორტირებულ პროდუქციას:
ექსპორტი:
1) ფეროშენადნობები - $45.3 მლნ-ს 36.2 ათასი ტონა.
2) ყურძნის ნატურალური ღვინოები - $23.9 მლნ-ს 8.6 მლნ ლიტრი.
3) მსუბუქი ავტომობილები - $13.5 მლნ-ს 978 ერთეული.
4) მინერალური და მტკნარი წყლები - $10.7 მლნ-ს 19.5 მლნ ლიტრი.
5) სპირტიანი სასმელები - $8.8 მლნ-ს 2 მლნ ტონა.
იმპორტი:
1) ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $108.6 მლნ-ს 149.2 ათასი ტონა.
2) ნავთობის აირები - $68.4 მლნ-ს 264.7 ათასი ტონა.
3) ხორბალი და მესელინი - $10.1 მლნ-ს 32 ათასი ტონა.
4) ქვანახშირი - $8.8 მლნ-ს 47.3 ათასი ტონა.
5) ფქვილი (ხორბლის ან ჭვავის) - $8.1 მლნ-ს 25.1 ათასი ტონა.