თბილისი (GBC) – ორშაბათს თურქული ეროვნული ვალუტა ლირა ისტორიულ მინიმუმზეა დოლართან წყვილში, წერს სააგენტო Reuters.

დილის ვაჭრობაზე ლირა 0,6%–ით გაუფასურდა – 20,06–მდე დოლართან მიმართებით.

წლის დასაწყისიდან დღემდე თურქული ლირა 6%–ით არის გაუფასურებული.

„არსებული მდგომარეობა შეუძლებელია გაგრძელდეს, – მიიჩნევს ტიმ ეში BlueBay Asset Management–დან. – შეზღუდული სავალუტო რეზერვებისა და მკვეთრად უარყოფითი რეალური საპროცენტო განაკვეთების პირობებში ლირაზე ზეწოლა ძალიან დიდია“.