თბილისი (GBC) – აზერბაიჯანის ნახიჩევანის აეროპორტზე ირანის მხრიდან დრონებით შეტევა განხორციელდა. ამის შესახებ აზერბაიჯანული სააგენტო APA წერს.

მომხდარზე დეტალური ინფორმაცია არ ქვეყნდება. დაზიანების მასშტაბები ამ დროისთვის უცნობია. 

ადგილობრივების ცნობით, ერთ–ერთი დრონი სკოლის სიახლოვეს ჩამოვარდა.