თბილისი (GBC) – აზერბაიჯანში, ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაზე ირანის მხრიდან დრონებით მიტანილი იერიშის შედეგად ორი ადგილობრივი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის საგარპეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომელიც ირანული მხრიდან მომხდარზე განმარტებებს ითხოვს. 

უწყების ცნობით, 5 მარტს ირანის ტერიტორიიდან ნახიჩევანის ავტონომიაში შეფრინდა ორი უპილოტო საფრენი აპარატი, რომელთაგან ერთი ნახიჩევანის საერთაშორისო აპარატის ტერმინალს დაეცა, ხოლო მეორე სოფელ შექერაბადის სკოლასთან აფეთქდა.

ამის შემდეგ ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი აზერბაიჯანში მოჯთაბა დემირჩილუ საგარეო უწყებაში გამოიძახეს მას შემდეგ, რაც ირანული დრონებით ნახიჩევანის აეროპორტზე და მის მიმდებარე ტერიტორიებზე შეტევა განხორციელდა.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ირანელ ელჩს საპროტესტო ნოტას გადასცემენ.