თბილისი (GBC) - აღსრულების ბიურო ავტომობილების შესაძენად 6.3 მლნ ლარის ღირებულების ტენდერს აცხადებს. დოკუმენტაციის მიხედვით, უწყება ამ ფასად სულ 57 ახალ ავტომობილს შეიძენს.
ავტომობილები შემდეგ სამსახურებს გადაუნაწილდებათ:
სპეციალური პენიტენციური სამსახური - 10 ცალი; „აღსრულების ეროვნული ბიურო“ – 26 ცალი; „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“ – 15 ცალი; „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“ – 5 ცალი; „საქართველოს ეროვნული არქივი“ -1 ცალი.
ერთი ავტომობილის ღირებულება საშუალოდ 110,000 ლარია ($42,000). მოთხოვნების მიხედვით, ავტომობილები უნდა იყოს ახალი და მარცხენა საჭიანი.
ტექნიკური მოთხოვნების მიხედვით, პრეტენდენტს თბილისში, უნდა ჰქონდეს მინიმუმ ერთი სერვისცენტრი.
პრეტენდენტმა ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს NCAP (ევრო ქრაშ ტესტი) ან IIHS (ამერიკული ქრაშ ტესტი) ან JNCAP (იაპონური ქრაშ ტესტი) უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტი.
გთავაზობთ აღნიშნულ საფასო კატეგორიაში თბილისში არსებულ ავტომაღაზიებში ავტომობილების ფასებს:
ტოიოტა პრადო - 107,000 ლარი ($40,600);