თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკის განცხადებით, ის განაგრძობს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების განვითარებას. ამ მიზნით, პლატფორმა ბიზნეს 360-ის ფარგლებში, გაიმართება ვორკშოპი — შუა კორიდორის ფუნქციონალი და შესაძლებლობები. 

შეხვედრა განკუთვნილია საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართული მეწარმეებისთვის, იმპორტ-ექსპორტით დაინტერესებული ბიზნესებისთვის, სატრანსპორტო-ლოგისტიკური კომპანიებისთვის — მათთვის, ვისთვისაც ტვირთის მიმოცვლის დროის შემცირება და ამ პროცესში შეღავათების მიღება მნიშვნელოვანია.

შეხვედრა გაიმართება 10 აპრილს, 17:00 – 18:30 საათზე, საქართველოს ბანკის სივრცეში ბიზნესისთვის — 4B (ა. ყაზბეგის გამზ. №15.)

ვორკშოპს გაუძღვებიან Maersk-ის კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი, ირაკლი დანელია და Hegelmann Multimodal Georgia კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი, სალომე დანელია.

ვორკშოპზე განხილული იქნება:

  • შუა კორიდორის შესაძლებლობები ქართული ბაზრისთვის;
  • რა გავლენა აქვს გლობალური მიწოდების ჯაჭვის ცვლილებებს შუა კორიდორის განვითარებაზე;
  • რა შესაძლებლობები ვლინდება საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართული ბიზნესებისა და სატრანსპორტო ლოგისტიკური კომპანიებისთვის;
  • გლობალური მიწოდების ჯაჭვის ტრანსფორმაცია - კონტეინერიზაცია და სხვა საკითხები.

შეხვედრის შესახებ მეტი ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.

აღსანიშნავია, რომ ვორკშოპი ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360°-ის შემადგენელი ნაწილია. ბიზნეს 360° ციფრული პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები, ღონისძიებები, სექტორული კვლევები თუ სხვა.