თბილისი (GBC)- საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს 13.7 მლნ ლარის ღირებულების ტენდერს შპს „დს ქონსთრაქშენ“ უკონკურენტოდ იგებს.
ტენდერში წინადადებების მიღება 15 სექტემბერს დასრულდა და ამჟამად შერჩევა/შეფასების ეტაპზეა.
ტენდერი მოიცავს 5 მშენებლობას. ესენია:
ქ. ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილი №82-ის მიმდებარედ საბავშვო ბაღის მშენებლობა, ვაჟა-ფშაველას ქ.№83-ში საბავშვო ბაღის მშენებლობა, ა. ნანეიშვილის ქ.№12-ის მიმდებარედ საბავშვო ბაღის მშენებლობა, ურეხის ყოფილი ინტერნატის მზრუნველობამოკლებულ ხანდაზმულთა ცენტრად რეკონსტრუქცია ადაპტაციის სამუშაოები, თამარ მეფის ქ.№20-ში სკვერის მოწყობის სამუშაოები (2023-2024 წწ სახსრები).
ტენდერის მოთხოვნების მიხედვით, პრეტენდენტს, უკანასკნელ 3 წელიწადში, უნდა ჰქონდეს მსგავსი შინაარსის მშენებლობის გამოცდილება, ჯამური ღირებულებით 30 მლნ ლარი.
„დს ქონსთრაქშენ“ დაფუძნებულია 2018 წელს.
მისი მფლობელთა სტრუქტურა შემდეგია:
შპს „ჯიდი ჯგუფი“ - 40%;
ოთარ ბერიძე - 10%;
მალხაზ ცეცხლაძე - 10%;
შპს „სტრუქტიფორმ“ - 40%.
ტენდერების მონიტორის ინფორმაციით, კომპანიის მოგებული ტენდერების საერთო სავარაუდო ღირებულება 25 მლნ ლარია.