თბილისი (GBC) - „თეთრი კვადრატის“ მმართველმა პარტნიორმა, ირაკლი ბურდილაძე ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის მთავარ თემაზე განაცხადა, ეკონომიკური აღმავლობის და სტაბილურობის უზრუნველყოფა, რაც  ევროკავშირში ინტეგრაციით მიიღწევა, - 

"ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ისე უნდა ვიაროთ, რაიმე ნაღმს არ დავადგათ ფეხი" 

ბიზნესი ერთხმად თანხმდება ევროკავშირში გაწევრიანების უალტერნატივობაზე, თუმცა სიფრთხილე გვმართებს, მსოფლიოში შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე.კრიზისი ბიზნესში არ არის, კრიზისი არის ქვეყანაში და გამოსავალია დიალოგი, განსხვავებული აზრის მიმღებლობა.

ბიზნესმენმა საზოგადოების კონსოლიდაციაზე განაცხადა, რომ ერთიანი ძალისხმევით ტემპერატურა დავწიოთ ქვეყანაში.

„მე, ირაკლი ბურდილაძეს თუ მეკითხებით ჩემს აზრს, რომ ვთვლიდე, რომ დღეს პრორუსული კურსია ქვეყანაში, ამ შეხვედრაზე არ მოვიდოდი. მე არ ვთვლი, რომ ქვეყანას დღეს აქვს პრორუსული კურსი. არის პრობლემები ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც, მაგრამგამოსავალი აქედან არის. მთავარია რეალურად რა ხდება ქვეყანაში. მე გელაპარაკებით ეკონომიკიდან და ბიზნესიდან გამომდინარე. დღეს პრემიერმაც ისაუბრა, რომ გრძელდება აქტიურად DCFTA-ს და ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება", - განაცხადა ბურდილაძემ.