თბილისი (GBC) – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 246 მილიონ ლარიან ტენდერში 5 ჩინური კომპანია იბრძვის.

ტენდერი გულისხმობს  საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის სტეფანწმინდა - გველეთის საავტომობილო გზის (კმ 0+440 კმ 4+940 მონაკვეთის) მშენებლობას.

ტენდერში წინადადებების მიღება 18 აგვისტოს დასრულდა და ამჟამად შერჩევა/შეფასების ეტაპზეა.

ტენდერში მონაწილე კომპანიები და მათი შეთავაზებები შემდეგია:

Hunan Road & Bridge Construction Group Company Ltd. – 377.4 მლნ ლარი;

Guizhou Highway Engineering Group Co.,Ltd. – 299.7 მლნ ლარი;

China Communications Construction Company Limited – 235 მლნ ლარი;

China Railway Tunnel Group Co., LTD. – 233.7 მლნ ლარი;

China Railway 23rd Bureau Group – 224.9 მლნ ლარი.

მოცემულ მომეტში „China Railway 23rd Bureau Group“ ფავორიტია, რადგან მას ყველაზე დაბალი შეთავაზება აქვს. დამატებითი დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.

GBC აკვირდება ტენდერის მიმდინარეობას და სიახლეს განათავსებს ვებ-გვერდზე.