თბილისი (GBC) – როგორც 2022, ასევე 2021 წელს, ფეროშენადნობებით, კოქსითა და ქვანახშირით მოვაჭრე კომპანია შპს „სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანი“ უმსხვილეს ექსპორტიორთა ათეულში ადგილს იკავებს.
2021 წლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით კომპანიამ პანდემიის წელთან შედარებით ამონაგები 334%-ით 709.9 მლნ ლარამდე გაზარდა.
საანგარიშო პერიოდში კომპანიამ 223%-ით 527.6 მლნ ლარამდე გაზარდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება (რ.ს.თ). შესაბამისად, კომპანიის საერთო მოგებამ 182.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც 17-ჯერ მეტია წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე.
კომპანიამ 486.7%-ით 479 მლნ ლარამდე გაზარდა აქტივები.
2020 წელს კომპანიას 77 მილიონი ლარის კაპიტალის ზარალი უფიქსირდებოდა, რისი მიზეზიც დაგროვილი ზარალი იყო. 2021 წელს კი კომპანიის კაპიტალმა 153.9 მლნ ლარი შეადგინა.
შპს „სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანი“ დაფუძნდა 2018 წელს. კომპანიის მთავარი საქმიანობაა ფეროსილიკომანგანუმით, კოქსითა და ქვანახშირით ვაჭრობა.
კომპანიის წილის 100% გიორგი ჭელიძეს ეკუთვნის.
|
2021 |
2020 |
ამონაგები |
709.9 |
163.6 |
რ.ს.თ |
(527.6) |
(163.5) |
საერთო მოგება |
182.3 |
0.11 |
აქტივები |
479.4 |
81.7 |
კაპიტალი |
153.9 |
(77.2) |
თანხა მლნ (₾)