თბილისი (GBC) - მგზავრთა გაზრდილი ნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა, ივლისის თვეში, თბილისი - ბათუმი - თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს. - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. 

დამატებითი მატარებლის განრიგი კი ასე გამოიყურება: 

6 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით:

თბილისი - ბათუმი - გასვლა - 00:30; ჩასვლა 05:38;

ბათუმი - თბილისი - გასვლა - 00:40; ჩასვლა - 05:41.

5 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით:

თბილისი - ბათუმი - გასვლა - 06:30; ჩასვლა - 11:38;

ბათუმი - თბილისი - გასვლა - 14:20; ჩასვლა - 19:28.