თბილისი (GBC) - დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizzz Air-ი მომხმარებლებს საახალწლო SURPRISE SANTA DEALS-ის აქციას სთავაზობს. 1,000,000 მილიონი ადგილი შერჩეული მიმართულებებით, მხოლოდ 19.99 ევროდ გაიყიდება.
ფასდაკლების ფარგლებში ავიაბილეთების შეძენა მომხმარებლებს დღეს, CET-ის დროით 6 დეკემბრის 00:00 საათიდან, 23:59 საათამდე შეუძლიათ. საქართველოს დროით კი, ბილეთების შეძენა 6 დეკემბრის 21:00 საათიდან, 7 დეკემბრის 20:59 საათამდე იქნება შესაძლებელი.
მოგზაურობის პერიოდი შეზღუდულია და მხოლოდ 2024 წლის 15 მარტამდე არსებულ ფრენებს შეეხება.
აქცია მხოლოდ wizzair.com-სა ან WIZZ-ის მობილურ აპლიკაციაზე განხორციელებულ ჯავშნებზე ვრცელდება. აგრეთვე გასათვალისწინებელია, რომ აქცია არ ვრცელდება ჯგუფურ ჯავშნებზე.