თბილისი (GBC) - ფინანსთა მინისტრმა პარლამენტში განაცხადა, რომ 2026 წლის ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურაზეე მიიმართება ₾7,6 მლრდ-ზე მეტი, მათ შორის:

  • საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე მიიმართება ₾1,2 მლრდ-მდე, მათ შორის, ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობას მოხმარდება ₾681მლნ
  • მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის გათვალისწინებულია ₾2,6 მლრდ-ზე მეტი
  • წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის გაუმჯობესებაზე მიიმართება ₾570 მლნ-ზე მეტი
  • საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაზე მიიმართება ₾820 მლნ-ზე მეტი
  • ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე გათვალისწინებულია ₾150 მლნ
  • სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე გამოყოფილია ₾200 მლნ 

ლაშა ხუციშვილმა ოთხშაბათის სხდომაზე აღნიშნა, რომ წყალმომარაგებაზე ₾270 მლნ-ზე მეტი, აგრარულ პროგრამებზე >₾660 მლნ, გარემოს დაცვაზე ₾210 მლნ-ზე მეტია გამოყოფილი..

ხუციშვილმა ისიც განაცხადა, რომ წინა წლების ანალოგიურად, 2026 წლის ბიუჯეტიც დაგეგმილია კონსერვატიული მიდგომით, შემდეგი მაკროეკონომიკური პარამეტრებით:

  • რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5%-ის ოდენობით, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5,3%-ს შეადგენს
  • მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი 4%-ს შეადგენს, ხოლო მომდევნო წლებში აღნიშნული მაჩვენებელი 3%-ია
  • საშუალო ინფლაციის პროგნოზი მიმდინარე წელს 3,6%-ს შეადგენს, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივი მაჩვენებლის - 3%-ის ფარგლებშია
  • ნომინალური მშპ-ის პროგნოზი განსაზღვრულია ₾110,5 მლრდ-ის ოდენობით, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი 10 900 დოლარს აჭარბებს
  • 2029 წლისთვის პროგნოზირებულია ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა ₾140,9 მლრდ-მდე, რაც ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით 13 900 დოლარს გადააჭარბებს
  • ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები განისაზღვრება ₾26,8 მლრდ-ის ოდენობით, რაც მშპ-ის 24,2%-ია
  • ბიუჯეტის დეფიციტი შეადგენს მშპ-ის 2,5%-ს, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი მშპ-ის 35%-ის ფარგლებშია

განახლებული პროგნოზით ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები ნომინალურ გამოხატულებაში 26.8 მლრდ ლარს შეადგენს, რაც 2025 წლის გეგმასთან შედარებით 1.5 მილირდით  მეტია. პრივატიზაციის საპროგნოზო მაჩვენებელი შ ₾350 მლნ-ია.ს.

ბიუჯეტის  დეფიციტის მაჩვენებელი, პროგნოზირებული მშპ-ს 2.5%-ს შეადგენს. მთავრობის ვალი 34.9%-ს.