თბილისი (GBC) – აშშ მხარს უჭერს ტაჯიკეთის ჩართვას ტრანსკასპიური სავაჭრო დერეფანში ჩართვას, რომელიც ჩინეთს ცენტრალური აზიის, კასპიის ზღვის აკვატორიის და კავკასიის გავლით ევროპასთან რუსეთის გვერდის ავლით აკავშირებს. ამის შესახებ ტაჯიკეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ხოვართან ინტერვიუში დუშანბეში აშშ–ის ელჩმა მანუელ მიკალერმა განაცხადა. 

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ტაჯიკეთის მონაწილეობა ტრანსკასპიურ სავაჭრო მარშრუტში, რომელიც ცენტრალურ აზიას კავკასიასა და ევროპასთან აკავშირებს. დიპლომატიური პლატფორმის C5+1 მეშვეობით, რომელიც აშშ–ს ცენტრალური აზიის 5 პარტნიორ ქვეყანასთან აკავშირებს, ამ პარტნიორებთან უფრო მჭიდრო პარტნიორობას და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლას შევუწყობთ ხელს“, – თქვა დიპლომატმა.

ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვის აკვატორიაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და ევროპის ქვეყნებზე გადის. ამ მიმართულებით ხორციელდება საკონტეინერო გადაზიდვები მატარებლებისა და საზღვაო ტრანსპორტის გამოყენებით. ამ მარშრუტით უფრო მოკლე დროშია ტვირთების გადაზიდვა დანიშნულების ადგილამდე, ვიდრე ეს სუეცის არხის გავლით ხორციელდება. გარდა ამისა, ეს დერეფანი გადამზიდავებს რუსეთის ტერიტორიის გვერდის ავლის შესაძლებლობას აძლევს.