თბილისი (GBC) – აზერბაიჯანმა ბუნებრივი გაზის ექსპორტი 2024–ის იანვარში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4,5%–ით გაზარდა 2,3 მლრდ კუბურ მეტრამდე. ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი ფარვიზ შახბაზოვი სოციალურ ქსელში წერს.
მთლიანი ექსპორტიდან 0,8 მლრდ თურქეთში გავიდა, 0,4 მლრდ – საქართველოში და 1,1 მლრდ – ევროპაში.
მინისტრი წერს, რომ იანვარში აზერბაიჯანში ნავთობმოპოვება, 2023–ის იანვრის 2,7 მლნ ტონიდან 2,5 მლნ ტონამდე შემცირდა, თუმცა ექსპორტის მოცულობა არ შეცვლილა და კვლავ 2,1 მლნ ტონის ნიშნულზეა.