თბილისი (GBC) - საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,სარფი", ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური ასევე მათი კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული საქონელი კერძოდ - 363 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს.

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 64 992 ლარი შეადგინა.

ერთი კანონდამრღვევი მოქალაქის საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა ხოლო 3 კანონდამრღვევი მოქალაქე საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, სანქციის სახით ჯამში 20 075 ლარით დაჯარიმდა.