ინფლაციის დარტყმა სასურსათო კალათაზე: თევზეული 21%-ით, პური კი თითქმის...
საქსტატის მონაცემებით,
ყოველთვიური ინფლაციის
მაჩვენებლის ფორმირებაზე
ძირითადი გავლენა იქონია
ფასების ცვლილებამ შემდეგ
ჯგუფებზე: ტრანსპორტი:
ჯგუფში ფასები გაიზარდა
2.9%-ით, რაც თვის ინფლაციაზე
0.33 პ.პ.-ით აისახა. ფასები,
ძირითადად, მომატებულია
პირადი სატრანსპორტო
საშუალებების
ექსპლუატაციაზე (4%) და
სატრანსპორტო
მომსახურებაზე (1.9%);სურსათი
და უალკოჰოლო სასმელები:
ჯგუფში ფასები გაიზარდა
0.9%-ით, რაც თვის ინფლაციაზე
0.32 პ.პ.-ით აისახა. ფასები
გაიზარდა ქვეჯგუფებზე:
ხილი და ყურძენი (3.1%),
ბოსტნეული და ბაღჩეული (2.2%),
შაქარი, ჯემი და სხვა
ტკბილეული (2.1%), ზეთი და
ცხიმი (1.7%), პური და
პურპროდუქტები (1%), ხორცი და
ხორცის პროდუქტები (0.7%),
მინერალური და წყაროს
წყალი, უალკოჰოლო
სასმელები და ნატურალური
წვენები (0.4%), ყავა, ჩაი და
კაკაო (0.3%), თევზეული (0.2%).
ამასთან, ფასები შემცირდა
რძის, ყველის და კვერცხის
ქვეჯგუფზე (-1%);ალკოჰოლური
სასმელები, თამბაქო: ფასები
გაიზარდა 1.4%-ით.
შესაბამისად, ჯგუფის
წვლილმა თვის ინდექსში 0.09
პ.პ. შეადგინა. ფასები
გაიზარდა როგორც
ალკოჰოლურ სასმელებზე (2.6%),
ისე თამბაქოს ნაწარმზე
(0.6%).წლიური ინფლაციის
ფორმირებაზე ძირითადი
გავლენა იქონია ფასების
ცვლილებამ შემდეგ
ჯგუფებზე:სურსათი და
უალკოჰოლო სასმელები:
ჯგუფში ფასები გაიზარდა
7.5%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე
2.57 პ.პ.-ით აისახა. ფასები
მომატებულია ქვეჯგუფებზე:
თევზეული (21.2%), ხილი და
ყურძენი (13.4%), პური და
პურპროდუქტები (9.6%), ხორცი და
ხორცის პროდუქტები (9.6%), ზეთი
და ცხიმი (7.7%), შაქარი, ჯემი და
სხვა ტკბილეული (5.3%),
ბოსტნეული და ბაღჩეული (4.9%),
რძე, ყველი და კვერცხი (4.5%),
ყავა, ჩაი და კაკაო (3.8%),
მინერალური და წყაროს
წყალი, უალკოჰოლო
სასმელები და ნატურალური
წვენები (2.1%);ტრანსპორტი:
ჯგუფში ფასები გაიზარდა
4%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე
0.49 პ.პ.-ით აისახა. ფასები
გაიზარდა სატრანსპორტო
მომსახურებაზე (7.3%) და
პირადი სატრანსპორტო
საშუალებების
ექსპლუატაციაზე
(5.7%); სხვადასხვა საქონელი
და მომსახურება: ჯგუფში
ფასები გაიზარდა 9.8%-ით, რაც
0.48 პ.პ.-ით აისახა მთლიან
ინდექსზე. ფასები,
ძირითადად, მომატებულია
ქვეჯგუფებზე: პირადი
ნივთები, სხვა
კატეგორიებში ჩაურთველი
(58.1%), დაზღვევა (8.5%), პირადი
ჰიგიენა (4.3%);ალკოჰოლური
სასმელები, თამბაქო: ჯგუფში
ფასები გაიზარდა 6.2%-ით, რაც
0.39 პ.პ.-ით აისახა მთლიან
ინდექსზე. მოცემულ
პერიოდში ფასები
გაზრდილია როგორც
თამბაქოს ნაწარმზე (8%), ისე
ალკოჰოლურ სასმელებზე (4.6%).
1775200203