თბილისი (GBC) - გალტ&თაგარტის ინფორმაციით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2024 წლის 19 ნოემბერს 6.7-წლიანი 75 მლნ ლარის (27.5 მლნ აშშ დოლარის) ოდენობის ბენჩმარკ ობლიგაციები გაყიდა.
ამასთან, მოთხოვნა 2.3-ჯერ მაღალი იყო და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა აუქციონთან შედარებით 0.016პ.პ-ით გაიზარდა და 8.401% შეადგინა.
უახლესი აუქციონი დაგეგმილია 2024 წლის 26 ნოემბერს, სადაც 5-წლიანი 100 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების ბენჩმარკ ობლიგაციები გაიყიდება.