თბილისი (GBC) - მშპ-ის და საგარეო ვალის 5 წლიანი ტრენდი იყო ფინანსთა მინისტრის გამოსვლის თემა სესიაზე, რომელიც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ფორუმის ფარგლებში, ვენაში გაიმართა.
Georgia Ministerial Keynote Interview-ზე ლაშა ხუციშვილმა თქვა, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიური ზრდა მნიშვნელოვნად აღემატება ევროპული ქვეყნებისას, რაც რეფორმების შედეგია. საქართველოს ეკონომიკამ გაუწლო შოკებს ისე რომ მაკროეკონომიკური და ფუნდამენტური მაღალი მაჩვენებლები შეინარჩუნა
როგორც მან აღნიშნა,
- მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) საშუალო წლიური ზრდა 5 წელში - 9.3%
- მშპ-ს რეალური ზრდა 5 წელში - 56%
- მშპ ერთ სულ მოსახლეზე (5 წელში) USD 5000-10 000
- ბიუჯეტის დეფიციტი (5 წელში) 9%-დან 1.4%-მდე შემცირდრა
- სახელმწიფო ვალი (5 წელში) 60%-დან 34%-მდე შემცირდა
- მიმდ. ანგარიშის დეფიციტი (5 წელში) 10%-დან 3%-მდე შემცირდა
„ზრდის ტრიგერად მინისტრმა დაასახელა ტურიზმი, პანდემიამდელ პერიოდთან 50%-ით მეტი შემოსავლით; საფინანსო სექტორი, საინფორმაციო, საკომუნიკაციო ტექნოლოგიების,განათლების, მშენებლობის და ლოგისტიკის სექტორები, სფეროები,სადაც ყველაზე მეტი ინვესტირდა.
მინისტრის თქმით, ქვეყანაშის ყოველწლიუერად მოზიდული FDI მშპ-ს 6%-ის ფარგლებშია, რაც საშუალო მსოფლიო მაჩვენებელზე მაღალია.
ხუციშვილმა EMAAR -ის $6.6 მილიარდზეც აღნიშნა. მისი თქმით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წყაროების უმეტესობა (80%) ევროკავშირიდან, დიდი ბრიტანეთიდან და შეერთებული შტატებიდან მოდის.
ფიქრობს, რომ მისივე მოხმობილი ინფორმაცია ნათლად პასუხობს კითხვას, თუ როგორ ვითარდება საქართველოს ეკონომიკა რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში.