თბილისი (GBC) - ეროვნული ბანკის სტატისტიკური მონაცემებით (სებსტატი),  მაისში მომხმარებლებს კომერციული ბანკების მიმართ  2 511 პრეტენზია ჰქონდათ. ეს მაჩვენებელი 57 ერთეულით მეტია აპრილთან შედარებით (2 454 პრეტენზია).  

სების ინფორმაციით, კომერციულ ბანკებში მომხმარებლები ყველაზე მეტ პრეტენზიას მიმდინარე ანგარიშთან/სადებეტო ბარათთან დაკავშირებით აფიქსირებდნენ (სულ 1633 პრეტენზია).

275 პრეტენზია დაფიქსირდა სამომხმარებლო სესხებთან დაკავშირებით.  ეს რაოდენობა 155 ერთეულით ნაკლებია წინა თვის ანალოგიურ მაჩვენებელზე (430 პრეტენზია).

საკრედიტო ბარათთან დაკავშირებით კი 100–ჯერ მიმართეს მომხმარებლებმა ბანკებს პრეტენზიით (–19 თ.თ.).

ყველაზე ნაკლები პრეტენზია დაფიქსირდა ზრდად დეპოზიტებში (სულ 1 პრეტენზია).

საკრედიტო საინფორმაციო ბიუროში 3 პრეტენზია შევიდა.

სების ინფორმაციით, საერთოდ არ დაფიქსირებულა პრეტენზია ბინის რემონტისთვის აღებულ სესხებში.

პრეტენზიებს ხასიათის მიხედვით რაც შეეხება, ყველაზე მეტი პრეტენზია ტრანზაქციებში დაფიქსირდა, სულ 1477 ერთეული, ადმინისტრაცია/მომსახურების გრაფაში დაფიქსირდა 419 პრეტენზია, ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებული პრეტენზიებში კი - 241 პრეტენზია დაფიქსირდა.

სების ინფორმაციით, განხილვა დასრულდა და კომერციულმა ბანკებმა პრეტენზია უსაფუძვლოდ მიიჩნიეს სულ  1136 შემთხვევა, განხილვა დასრულებულია და კომერციულმა ბანკებმა პრეტენზია საფუძვლიანად მიიჩნიეს 426 შემთხვევაში. კომერციული ბანკების მიერ პრეტენზიის განხილვა არ დასრულებულა -  946, განხილვა დასრულებულია, პრეტენზია მიჩნეულია საფუძვლიანად, თუმცა პრობლემა არ არის აღმოფხვრილი  - 3.