თბილისი (GBC) - სქართველოს ეროვნული ბანკის  სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მაისში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში მომხმარებლების 63 პრეტენზია დაფიქსირდა, რაც ერთი პრეტენზიით ნაკლებია აპრილთან შედარებით. 

სებ-ში დაფიქსირებული მომხმარებლების პრეტენზიებიდან ყველაზე მეტი პრეტენზია  სალომბარდე სესხებზე მოდიოდა  (სულ 47). ეს მაჩვენებელი 2 ერთეულით მეტია აპრილთან შედარებით, როცა სალომბარდე სესხებზე ჯამში 45-მა მომხმარებელმა გამოთქვა პრეტენზია.

სების ინფორმაციით, მაისში მომენტალურ განვადებაზე პრეტენზია 5-მა მომხმარებელმა დააფიქსირა, ავტო სესხზე - 4-მა; სამომხმარებლო სესხზე – 2-მა მომხმარებელმა.

ისეთ პროდუქტებზე, როგორიცაა: საკრედიტო ბარათი, იპოთეკური სესხი, ვადიანი დეპოზიტი, ზრდადი დეპოზიტი, ბიზნეს სესხი, ოვერდრაფტი და სხვა... მაისში  პრეტენზია არცერთ მომხმარებელს არ დაუფიქსირებია.

სების ინფორმაციით, განხილვა ფინანსური ორგანიზაციის შიგნით დასრულებულად და მომხმარებლის პრეტენზია უსაფუძვლოდ მიჩნეული იქნა, სულ - 25 შემთხვევაში. პრეტენზიასთან დაკავშირებით განხილვა არ არის დასრულებული ასეთი შემთხვევა მაისში სულ 23 დაფიქსირდა; საფუძვლიანად მიჩნეული პრეტენზიის პრობლემა გადაწყვეტილი იქნა მომხმარებლის სასარგებლოდ და მიღწეული იქნა პრეტენზიით გამოხატული პრობლემის აღმოფხვრა - სულ 15.