თბილისი (GBC) – პირველი კვარტალის მდგომარეობით, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში ფუნქციონირებდა 8 სტრუქტურული ერთეული, საშტატო ნუსხით გათვალისწინებული იყო 160 პოზიცია, აქედან ვაკანტური იყო - 12. პოლიტიკური თანამდებობის პირების და პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოები და საშტატო ნუსხა შემდეგნაირად გამოიყურება: ბათუმის მერიაში ყველაზე მეტი ყოველთვიური დარიცხული ხელფასი ბათუმის მერს არჩილ ჩიქოვანს აქვს (6 650 ლარი) შემდეგ მოდიან პირველი ვიცე-მერი ( 5 680 ლარი) და მერის მოადგილე  (5 015 ლარი). 

GBC-ის მიერ ბათუმის მერიიდან გამოთხოვილი ინფორმაციიდან დგინდება, რომ მერიის ადმინისტრაციაში მხოლოდ ერთი პოზიციაა პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ადმინისტრაციის უფროსი, აღნიშნულ თანამდებობაზე ხელფასი 4 256 ლარს შეადგენს.

სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება ბათუმის მერიაში ადმინისტრაციის უფროსის შემდეგი სტრუქტურული ერთეულია, რომელიც მოიცავს მეორადი სტრუქტურული ერთეულის განყოფილების უფროსს, რომლის თვიური ანაზღაურება განისაზღვრება 3 724 ლარით, პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - იურისტი, რომლის თვიური ხელფასი 2 527 ლარს შეადგენს და მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - იურისტი, რომლის ხელფასი 1 995 ლარია.

სასამართლოსთან ურთიერთობის და ადმინისტრაციული დავების განყოფილება ბათუმის მერიაში მესამე სტრუქტურული ერთეულია, ამ ერთეულში შედის მეორადი სტრუქტურული ერთეულის - განყოფილების უფროსი, რომლის ხელფასი განისაზღვრება 3 325 ლარით, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - იურისტი - 2 128 ლარი, მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - იურისტი - 1 995 ლარი.

მატერიალური და ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება: ამ სტრუქტურულ ერთეულში გვხვდება შემდეგი პოზიციები – მეორადი სტრუქტურული ერთეულის - განყოფილების უფროსი, ანაზღაურება 3 325 ლარი,  პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, ანაზღაურება 2 527 ლარი, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, ანაზღაურება 2 128 ლარი.

ბათუმის მერიის საქმისწარმოების განყოფილებაშია მეორადი სტრუქტურული ერთეულის - განყოფილების უფროსი, რომლის ანაზღაურებაც 3 325 ლარია, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ანაზღაურება 2 128 ლარი, ხოლო მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის – 1995 ლარი.

საჯარო ინფორმაციის და არქივის განყოფილებაში სულ ხუთი პოზიციაა, მათ შორის 2 პოზიცია მესამე კატეგორიის უფროს სპეციალისტზე მოდის. ამ სტრუქტურულ ერთეულში საშუალო ხელფასი, დაახლოებით, 2 208 ლარია.

საშუალო ხელფასი სტრუქტურულ ერთეულებში:

  • ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება - 2660 ლარი;
  • მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება - 2500 ლარი;
  • მოქალაქეთა საკითხების განყოფილება - 2300 ლარი;
  • ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური - 2600 ლარი;
  • საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილება - 1380 ლარი;
  • მუნიციპალური ქონების პოლიტიკის და განკარგვის განყოფილება - 2300 ლარი;
  • საკუთრების აღიარების განყოფილება - 2340 ლარი;
  • ეკონომიკური საქმიანობის ნებართვების განყოფილება - 2230 ლარი;
  • სახელშეკრულებო მონიტორინგის, საქალაქო მუნიციპალური სერვისების და ორგანიზაციების კოორდინაციის განყოფილება - 2260 ლარი;
  • ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური პოლიტიკის სამსახური აქ მხოლოდ ერთი დაკავებული პოზიციაა, პირველადი სტრუქტურული ერთეულის - სამსახურის უფროსი, რომლის ხელფასიც შეადგენს - 4 256 ლარს;
  • მუნიციპალური პოლიტიკის დაგეგმვის, რისკების მართვისა და მონიტორინგის განყოფილება - 2220 ლარი;
  • საინვესტიციო პოლიტიკის და საგრანტო პროგრამების მართვის განყოფილება - 2330 ლარი;
  • ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახური - 4 256 ლარი;
  • განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის განყოფილება - 2440 ლარი;
  • განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის პროგრამების მართვის განყოფილება - 2260 ლარი;
  • განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილება - 2260 ლარი;
  • საერთაშორისო და ეთნიკურ უმცირესობებთან ურთიერთობის განყოფილება - 2490 ლარი;
  • ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახური - 4 256 ლარი;
  • ქალაქგეგმარებისა და ურბანული პოლიტიკის განყოფილება - 3150 ლარი;
  • საპროექტო და სამშენებლო ნებართვების განყოფილება - 3230 ლარი;
  • ისტორიული განაშენიანების ზონის განვითარების განყოფილება - 2480 ლარი;
  • ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური - 4 256 ლარი;
  • ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პოლიტიკის განყოფილება - 2440 ლარი;
  • ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების მართვის განყოფილება - 3020 ლარი;
  • სოციალური და ჯანდაცვის ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილება - 2280 ლარი;
  • ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახური - 4 256 ლარი;
  • შიდა აუდიტის განყოფილება - 2730 ლარი;
  • რეკომენდაციების მონიტორინგის განყოფილება -  2660 ლარი.