თბილისი (GBC) - სების წარმომადგენლებმა ციურიხში Point Zero Forum 2025-ში მიიღეს მონაწილეობა.

ფორუმი მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვანი სივრცეა საერთაშორისო განხილვებისთვის, პოლიტიკისა და ინოვაციური ტექნოლოგიების მიმართულებით.

ღონისძიებას უმასპინძლა შვეიცარიის საერთაშორისო ფინანსების სახელმწიფო სამდივნომ (SIF) და  GFTN-მა (რომელიც დაფუძნებულია სინგაპურის მონეტარული ორგანოს ინიციატივით). ფორუმი აერთიანებს ფინანსური, ტექნოლოგიური და რეგულირების სფეროს გლობალურ ლიდერებს, რათა ჩამოაყალიბონ შეთანხმებული ხედვა ფინანსური და ციფრული ეკოსისტემების განვითარებაზე.

ეროვნული ბანკის დელეგაციას ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე გალდავა ხელმძღვანელობდა.

ფორუმის ფარგლებში, The FinTech Ecosystem Playbook პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ვარლამ ებანოიძემ.

მრგვალი მაგიდის განხილვაში - „კანონმდებლობა და გლობალური ურთიერთაღიარების სტანდარტის ჩამოყალიბება“ მონაწილეობა მიიღო ღია ფინანსების ეკოსისტემისა და ფინანსური ინოვაციების განვითარების განყოფილების უფროსმა, ვასილ შენგელიამ.

ამ ტიპის აქტივობები თანხვედრაშია ეროვნული ბანკის სტრატეგიულ მიზანთან - ხელი შეუწყოს საქართველოში ფინტექ ეკოსისტემის განვითარებას და მიუახლოვდეს გლობალურ საუკეთესო პრაქტიკებს რეგულაციურ ტექნოლოგიებში, მონაცემთა საზღვრებს შორის მართვასა და მდგრად ფინანსებში.