თბილისი (GBC) - დაკრედიტების ზრდაში სამომხმარებლო სესხების კონტრიბუცია შემცირებულია. 

სამომხმარებლო სესხების წვლილი 4.8%-ს ჩამოსცდა. სებ-ის ინტერაქტიული სტატისტიკით,  წლიურ ზრდაში სამომხმარებლო პორტფელზე 4.6% მოდის.

მთლიანი დაკრედიტების წლიური ზრდა  მაისის მდგომარეობით 15.5%-მდეა ჩამოსული (01.05.2024 – 18.35%). კლებაა 2.9%-ული პუნქტით. სამომხმარებლო სესხების კონტრიბუცია კი შემცირებულია მხოლოდ 0.3%პ-ით (01.05.2024 – 4.9%)

ამასთან სამომხმარებლო დაკრედიტების წლიური ზრდა კვლავ მაღალია 20%-ს აღემატება. 1.05.2025-ისთვის 24.7 %-ია (01.05.2024 + 27.8%).

სებ-ი მიიჩნევს, რომ მოთხოვნის მხრიდან წნეხი არ არის.

თუმცა სავალუტო ფონდის 2-კვირიანმა მისიამ გარკვეული ტემნდენციები შენიშნა, როგორც მისიის ხელმღვანელმა ალეხანდრო ჰაჟდენბერგმა განაცხადა სებ-ში, მისიის დასკვნით  ერთობლივ ბრიფინგზ.

მისი თქმით, სიფხიზლეა საჭირო, რომ სისტემური რისკების წინაპირობა არ გახდეს.

ამასთან  ჰაჟდენბერგმა აღნიშნა ქვეყნის ძლიერ მაკრომედეგობაზე, მშპ-ზე ზრდაზე, რის საფუიძველზეც პროგნოზი გადაიხედა და 7%-ს ასცდა.

მისახედია რამდენიმე მიმართულება, მიწის რესურსის მართვის და ინფრასტრუქტურაში ინვესტირების ნაწილში. საჭიროა რეგიონული პარტნიორობის გაუმჯობესება, ანტიკორუბციული მოძრაობების გაძლიერებისთვის; სიღარიბე შემცირდა მაგრამ არ დაძლეულა; უმუშევრობაა; არის წნეხი პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე.

ფონდის რეკომენდაციით, სავალუტო რეზერვების შევსება ადეკვატურ დონემდე უნდა იყოს  სებ- პრიორიტეტი უნდა იყოს სებ-ის პრიორიტეტი. საბჭოში თავისუფალი სივრცე შეივსოს, მმართველობა გაძლიერდეს.

მთავრობისთვის მთავარი რეკომენდაციაა სახელმწიფო საწარმოების წილიდან გამოსვლით კორპორატიული მმართველობის გაუმჯობესება.

აღნიშნა,  რომ ქვეყანამ გლობალური ეკონომიკის მსგავსად განსაკუთრებით მაღალი გაურკვევლობის პირობებში იარსება. თუმცა რისკები გამოწვევებთან ერთად შანსებსაც გულისხმობს.

მე-4 მუხლის მიმოხილვაზე დასკვნას სსფ აგვისტოს ბოლოს დადებს