თბილისი (GBC) - Georgia Capital-მა (GCAP) 210 000 სახაზინო აქცია გააუქმა, რომლებიც $25 მლნ-იანი აქციების გამოსყიდვისა და გაუქმების პროგრამის ფარგლებში გამოისყიდა. 

სააქციო კაპიტალის შემცირების მიზნით, ჯგუფმა $25 მლნ-იანი აქციების გამოსყიდვისა და გაუქმების პროგრამა დამატებითი $25 მლნ-ით მ.წ.-ის 11 მარტს გაზარდა.

გაუქმების შედეგად, ჩვეულებრივი აქციების საერთო რაოდენობამ 37 223 619 შეადგინა, აქედან გაუქმების მომენტში ხმის უფლება 37 193 619-ს ჰქონდა, რამდენიმე დღეში კი 30 000 აქცია ხაზინაში არსებულ, გაუქმების მოლოდინში მყოფ 30 000 აქციას შეუერთდა.

პროგრამა შეესაბამება სამეთვალყურეო საბჭოს მიერ 2024 წლის 17 მაისს გამოცხადებულ განზრახვას — 2026 წლის ბოლომდე გამოყოს არანაკლებ ₾300 მლნ კაპიტალის დაბრუნებისთვის. არსებული აქციების გამოსყიდვისა და გაუქმების პროგრამისთვის დამატებულმა $25 მლნ-მა საერთო თანხა ₾251 მლნ-მდე გაზარდა, რაც განკუთვნილია აქციების გამოსყიდვისთვის აღნიშნული 300-მილიონიანი კაპიტალის დაბრუნების პაკეტის ფარგლებში. აქედან უკვე 11 მარტისთვის გამოყენებული იყო ₾176 მლნ.