თბილისი (GBC) - სამტრედიის იუსტიციის სახლის ფილიალის მშენებლობა სრულდება და მოქალაქეებს გაზაფხულიდან მიიღებს. წელს იგეგმება სხვა რეგიონული ფილიალების გახსნა ხელვაჩაურში, ხაშურში, შროშასა და თერჯოლაში.

იუსტიციის სახლების რაოდენობა 132-მდე უნდა გაიზარდოს.

ადგილობრივ მოსახლეობას შეეძლება იუსტიციის სახლის 500-მდე სერვისის მიღება ერთ სივრცეში, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზეც იქნება ადაპტირებული. ამასთან, მომხმარებელს ქორწინების სპეციალური სივრცეებით სარგებლობაც შეეძლება.

ამ დროისთვის, მოსახლეობას 118 იუსტიციის სახლი და 20 მობილური იუსტიციის სახლი ემსახურება.