ტარიფების სტაგნაცია და ტრამპის „არეული“ პოლიტიკა ჩინეთის მიმართ - Reut...
ტრამპის მეორე ვადის
დაწყებიდან წელიწადზე
მეტი გავიდა, თუმცა ტრამპის
აგრესიულ სავაჭრო
ნაბიჯებს პეკინის
ეკონომიკური თუ სამხედრო
მოქმედებები
ფუნდამენტურად არ
შეუცვლია. პირიქით,
ვაშინგტონის პოლიტიკა
ჩინეთის მიმართ თითქოს
კალაპოტიდანაა
ამოვარდნილი, რაც
ოფიციალურ პირებში
გაუგებრობას იწვევს და
ურთიერთგამომრიცხავი
გადაწყვეტილებების მიზეზი
ხდება.ბოლო თვეებში
ადმინისტრაციის
არაპროგნოზირებადი
ნაბიჯები პეკინის მიმართ
განსაკუთრებით თვალსაჩინო
გახდა. მაგალითად, წამყვანი
ჩინური კომპანიების
სამხედრო „შავ სიაში“
შეყვანა და რამდენიმე
წუთში ამ სიის გაუქმება;
ასევე, ტრამპის
გადაწყვეტილება, მწვანე
შუქი აენთო ჩინეთისთვის AI
ნახევარგამტარების
მიყიდვისთვის იმ ფონზე,
როდესაც მისივე მთავრობა
ამ ტექნოლოგიაზე პეკინის
წვდომას ეროვნული
უსაფრთხოების საფრთხედ
აფასებდა.Reuters წერს, რომ
ტრამპი 14-15 მაისს ჩინეთში
ვიზიტს გეგმავს პრეზიდენტ
სი ძინპინთან შესახვედრად -
ეს ბოლო რვა წლის
განმავლობაში ამერიკის
პრეზიდენტის პირველი
ვიზიტი იქნება
ცისქვეშეთში. კრიტიკოსები
მიიჩნევენ, რომ მსგავსი
არათანმიმდევრულობა და
ტრამპის იმპროვიზაციული
სტილი პეკინთან
კონკურენციაში ამერიკის
პოზიციებს ასუსტებს.
„დეპარტამენტები და
სააგენტოები ხშირად
საკუთარი
შეხედულებებისამებრ,
განსხვავებული მიზნებით
და ზოგჯერ ერთმანეთის
საწინააღმდეგოდაც კი
მოქმედებენ“, - აცხადებს
ელაი რატნერი, თავდაცვის
მდივნის ყოფილი თანაშემწე
ინდოეთისა და წყნარი
ოკეანის უსაფრთხოების
საკითხებში.ამ კრიტიკის
საპასუხოდ, თეთრი სახლის
სპიკერმა კუშ დესაიმ
განაცხადა, რომ ტრამპის
სავაჭრო დღის წესრიგმა
„შეცვალა თამაშის წესები“
და დაასრულა ათწლეულების
განმავლობაში არსებული
წარუმატებელი პოლიტიკა.
დესაის თქმით, ტრამპმა
ამერიკას საშუალება მისცა,
გლობალურ დიპლომატიასა და
ვაჭრობაში ძლიერი
პოზიციიდან
იმოქმედოს.„გეგმა B“ არ
არსებობსტრამპმა მეორე
ვადა ჩინურ საქონელზე
ტარიფების 145%-მდე გაზრდით
დაიწყო. თუმცა, პეკინმა
უკან არ დაიხია და საპასუხო
ტარიფები დააწესა.
საბოლოოდ, ქვეყნებს შორის
დაძაბულობა მას შემდეგ
დამყარდა, რაც ჩინეთმა,
რომელიც მიწაიშვიათი
ლითონების გადამუშავების
მსოფლიო მონოპოლისტია,
ამერიკული ინდუსტრიისთვის
საჭირო მინერალების
მიწოდების შეწყვეტით
დაიმუქრა.თებერვალში
უზენაესი სასამართლოს
გადაწყვეტილებამ,
რომელმაც ტრამპის მიერ
დაწესებული მრავალი ბაჟი
ძალადაკარგულად
გამოაცხადა,
ადმინისტრაციის
სტრატეგიას კიდევ ერთი
დარტყმა მიაყენა. „მათი
მთელი სტრატეგია
დაფუძნებული იყო
ტარიფებით ზეწოლაზე, რათა
ჩინეთს დათმობებზე
წასულიყო. ეს მცდელობა
სწრაფად ჩაიფუშა,
თანმიმდევრული "გეგმა B" კი
არ არსებობს“, - ამბობს სკოტ
კენედი, სტრატეგიული და
საერთაშორისო კვლევების
ცენტრის (CSIS)
ექსპერტი.ტარიფებმა მაინც
გამოიღო ერთი შედეგი: 2025
წელს ჩინეთთან სავაჭრო
დეფიციტი 32%-ით შემცირდა და
202 მილიარდი დოლარი
შეადგინა. თუმცა, ამას არ
შეუცვლია პეკინის
მერკანტილური პოლიტიკა,
ხოლო ტარიფების
არასტაბილურმა
გამოყენებამ შეამცირა
ინდუსტრიების სტიმული,
წარმოება ამერიკაში
დაებრუნებინათ. გასული
წლის თებერვლიდან
დეკემბრამდე აშშ-მა
წარმოების სექტორში 91 000
სამუშაო ადგილი
დაკარგა.ურთიერთგამომრიცხავი
სიგნალებიადმინისტრაციის
უკან დახევა მხოლოდ
ტარიფებს არ ეხება.
დეკემბერში ტრამპმა
სოციალურ ქსელში
გამოაცხადა, რომ დაამტკიცა
Nvidia H200-ის მოწინავე ჩიპების
ჩინეთში გაყიდვა. ეს მოხდა
ზუსტად 30 წუთის შემდეგ მას
მერე, რაც იუსტიციის
დეპარტამენტმა განაცხადა,
რომ სწორედ ამ ჩიპების
კონტრაბანდა ჩინეთში
ეროვნულ უსაფრთხოებას
საფრთხეს
უქმნიდა.თებერვალში
პენტაგონმა ჩინური
ტექნოლოგიური გიგანტები
სამხედრო დახმარების
ბრალდებით შავ სიაში
შეიყვანა, თუმცა ერთ საათში
სია აუხსნელად გააუქმა.
შემოდგომაზე კი კომერციის
დეპარტამენტმა ჩინური
კომპანიების შვილობილებზე
ექსპორტის კონტროლის
გაფართოება სცადა, მაგრამ
ეს ზომებიც შეჩერდა მას
შემდეგ, რაც პეკინი კვლავ
მიწაიშვიათი ლითონების
შეზღუდვით
დაიმუქრა.„პაიკების
აყვანა“Reuters-ის ცნობით,
მიუხედავად ქაოსისა,
ტრამპის ზოგიერთმა
ნაბიჯმა პეკინი რთულ
მდგომარეობაში ჩააყენა.
მისმა სამხედრო
ოპერაციებმა ირანსა და
ვენესუელაში დაასუსტა
ჩინეთის ორი უახლოესი
პარტნიორი და ნავთობის
მიმწოდებელი. დეკემბერში
მან ტაივანისთვის 11
მილიარდი დოლარის იარაღის
მიყიდვა დაამტკიცა, ასევე
ზეწოლა მოახდინა პანამაზე,
რათა შეეზღუდა ჩინური
გავლენა პანამის
არხზე.„ირანის შემთხვევა
ჩინეთისთვის იყო ძლიერი
სიგნალი, რომ აშშ კვლავ
ფლობს უპირატესობას“, -
ამბობს ალექს გრეი,
ეროვნული უსაფრთხოების
ყოფილი მაღალჩინოსანი.
თუმცა, ირანთან ძვირად
ღირებულმა ომმა გამოფიტა
ამერიკის სარაკეტო
მარაგები და სამხედრო
აქტივები აზიიდან სხვა
მიმართულებით გადაისროლა.
გარდა ამისა, ტაივანის
მხარდაჭერას ჩრდილავს
შიში, რომ ტრამპმა შესაძლოა
ეს მხარდაჭერა სი
ძინპინთან სავაჭრო
გარიგებაში
„გადაცვალოს“.„თუ ეს
ჭადრაკის პარტიაა, აშშ
პაიკებს აჰყავს
პერიფერიებზე, ნაცვლად
იმისა, რომ დაფის ცენტრს
აკონტროლებდეს.
პეკინისთვის ეს
უსიამოვნოა, მაგრამ არა
სტრატეგიული მარცხი“, -
აღნიშნავს ჯონათან ცინი
ბრუკინგსის
ინსტიტუტიდან.ამავდროულად,
ტრამპის ანტაგონიზმი
მოკავშირეების - NATO-ს
წევრებისა და ევროპის
მიმართ შესაძლოა იმ საერთო
კონსენსუსის რღვევის
მიზეზი გახდეს, რომელიც
ჩინეთის შესაკავებლად
წლების განმავლობაში
ყალიბდებოდა. პეკინისთვის
ვაშინგტონის ქმედებები
ინსტიტუციურ რღვევას
ჰგავს. როგორც პეკინის
უნივერსიტეტის პროფესორმა
ვანგ დონგმა აღნიშნა,
ჩინეთი საკუთარ
სტრატეგიულ კურსს
მოკლევადიანი
„გამბიტების“ გამო არ
შეიცვლის: „ეს
არათანმიმდევრულობა
მხოლოდ ამერიკისადმი
ნდობას ასუსტებს“.
1776760254