თბილისი (GBC) – საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების 52% 20 წელზე მეტი სიძველისაა, როცა 0-3 წლამდე სიძველის მხოლოდ 2%-ია. 

11-20 წლამდე ხანდაზმულობის ავტომობილების წილი საქართველოს მთლიან ავტოპარკში 32%-ია, 7-10 წლამდე ხანდაზმულობის - 12%, ხოლო 4-6 წლამდე სიძველის კი მხოლოდ 3%.

რაც შეეხება პირველად რეგისტრაციებს, 9M23-ის ჭრილში, 11 წლის და უფრო ძველი ავტომობილების რეგისტრაციამ 25% შეადგინა, 6-10 წლოვანების ავტომობილების რეგისტრაცია ყველაზე მაღალი იყო - 46%-ის ოდენობით, ხოლო 0-5 წლოვანების კი 29%. ამ მონაცემებზე დაყრდნობით კი, საანგარიშო პერიოდში, პირველადი რეგისტრაციის შედეგად საშუალო ხანდაზმულობა 8.3 წელია, რაც 2022 წელთან შედარებით 0.9 წლითაა გაახალგაზრდავებული, თუმცა 2019 წლის მონაცემთან შედარებით, 0.8 წლითაა გაუარესებული.

ცნობისთვის, ამავე პერიოდში, რეექსპორტზე გასული ავტომობილების უმეტესობა 4-7 წლისაა.