თბილისი (GBC) - ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ,,სარფისა" და ,,ქუთაისის აეროპორტის" საბაჟო გამშვებ პუნქტებზე დიდი ოდენობით არადეკლარირებული ფულის შემოტანის მცდელობის ფაქტები დაფიქსირდა.
მებაჟე ოფიცრებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ასევე მათი კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ფული, ჯამში 170 240 ევრო და 200 200 აშშ დოლარი აღმოაჩინეს.
არადეკლარირებული ვალუტის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით, 1 076 582 ლარი შეადგინა.
სამართალდამრღვევ მოქალაქეებს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილის თანახმად, სანქციის სახით ჯარიმა, საერთო ჯამში - 107 658 ლარი შეეფარდათ.