თბილისი (GBC) – საბაჟო კონტროლის ფარგლებში, ბათუმის გაფორმების ეკონომიკური ზონის მებაჟე ოფიცრების მიერ, დაახლოებით 5 მილიონი  ევროს ღირებულების, 59 ერთეული ძვირად ღირებული ავტომობილის, კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები გამოვლინდა.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, უფლებამოსილი პირის მიერ, ეჭვის საფუძველზე, მონაცემების შემოწმების შედეგად დადგენილი იქნა მწარმოებლის მიერ, მინიჭებული საიდენტიფიკაციო კოდის  ე.წ. - VIN კოდის შეცვლის ფაქტი.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს გადაეცა.