თბილისი (GBC) – გალტ & თაგარტის 2–6 თებერვლის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული სამი ქართული კომპანიიდან, წინა კვირასთან შედარებით, პლუსში მხოლოდლ თიბისი ბანკის ჯგუფის აქციები გავიდა. წინა თვესთან შედარებით კი სამივე ქართული კომპანია მწვანე ზონაშია.
კერძოდ, Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 99.95 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -0.94% წინა კვირასთან შედარებით და +9.29% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 264 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 97.35 - 103.90 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 56 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 42.65 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +0.35% წინა კვირასთან შედარებით და +8.52% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 361 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 41.85 - 44.05 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 74 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 32.55 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -3.56% წინა კვირასთან შედარებით და +5.34% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 166 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 31.75 - 34.20 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 59 ათასი აქცია შეადგინა.