თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2Q26-ში საქართველოში შაქრის (HS code 1701) იმპორტი გაიზარდა, პარალელურად კი დაფიქსირდა პროდუქციის ექსპორტიც.

2Q26-ში ქვეყანაში $26.9 მლნ-ის ღირებულების შაქრის იმპორტი განხორციელდა. ეს მაჩვენებელი 31.2%-ით აღემატება 2025 წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემს, როდესაც იმპორტმა $20.5 მლნ შეადგინა.

რაც შეეხება ექსპორტს, 2Q26-ში საქართველოდან $4 მლნ-ის ღირებულების შაქარი გავიდა. შედარებისთვის, 2Q25-ში აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის ექსპორტი არ დაფიქსირებულა.