თბილისი (GBC) - სებსტატის მონაცემებით, 1Q26-ში საქართველომ მოგზაურობიდან $829.8 მლნ-ის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 0.5%-ით მეტია.
საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავალში 1Q26-ში ევროკავშირის ქვეყნების წილი 17%-ით განისაზღვრა და $140.7 მლნ-ს გაუტოლდა - ზრდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 36.4%-ია.
სების სტატისტიკის მიხედვით, გაზრდილია თურქეთიდან და უკრაინიდან მიღებული შემოსავლები, წლიურად 12.2% და 34.2%-ით და, შესაბამისად, $120.1 და $45.3 მლნ-ს უტოლდება. ახლო აღმოსავლეთში ომის ფონზე, შემცირებულია ისრაელიდან მიღებული მოგზაურობიდან შემოსავლები წლიურად 13.4%-ით – $98.9 მლნ-მდე.
კლების ტენდენციით ხასიათდება რუსეთიდან შემოსავლები - 1Q26-ში რუსეთიდან საქართველოში მოგზაურობით მიღებული შემოსავლები 12.3%-ით შემცირდა.
საქართველოს შემოსავლები მოგზაურობიდან ქვეყნების ჭრილში 1Q26-ში შემდეგნაირად ნაწილდება:
|
ქვეყანა |
საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავალი, მილიონი აშშ დოლარი |
|
აზერბაიჯანი |
48.1 |
|
ბელარუსი |
16.2 |
|
თურქეთი |
120.1 |
|
ირანი |
9.7 |
|
ისრაელი |
98.9 |
|
რუსეთი |
124.3 |
|
საუდის არაბეთი |
12.9 |
|
სომხეთი |
28.8 |
|
უკრაინა |
45.3 |
|
ევროკავშირი |
140.7 |
|
დანარჩენი ქვეყნები |
185.0 |
წყარო: სებ