თბილისი (GBC) - recov.ge-ის მონაცემებით, 2025 წლის ოქტომბერში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის ოქტომბერთან შედარებით 9.9%-ით გაიზარდა გარეუბნებში, 11.8%-ით - ქალაქის ცენტრში, ხოლო ფართო ცენტრში 25.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა. 

ფართო ცენტრში ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე ფასებმა 30.3%-ით მოიმატა, რაც განპირობებულია დეველოპერების მიერ ტრანზაქციების დაგვიანებული რეგისტრაციით, ხოლო ქალაქის მასშტაბით პირველადი ტრანზაქციების საშუალო შეწონილი ფასის ზრდამ 17.4% შეადგინა. მეორეულ ბაზარზე კი საშუალო შეწონილი ფასი ქალაქის მასშტაბით 9.4%-ით გაიზარდა.

2025 წლის ოქტომბერში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის ოქტომბერთან შედარებით 13.8%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრში 9.8%-ით, ხოლო ქალაქის ცენტრში - 8.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

ამასთან, 2025 წლის ოქტომბერში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 4,178 ერთეული შეადგინა და წინა წლის ოქტომბერთან შედარებით 9%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ბაზრის ზომა 25.2%-ით, $336 მლნ-მდე გაიზარდა.