თბილისი (GBC) – ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ ჟომარტ თოყაევმა ტრანსკასპიური მარშრუტის მნიშვნელოვან დამაკავშირებელ ჯაჭვად გარდაქმნის განკარგულება გასცა. ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურის პრეს–სამსახურის მიერ გავრცელებულ რელიზშია ნათქვამი.

„ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტს ჩვენ დამაკავშირებელ ჯაჭვად გარდავქმნით, რაც ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო და საექსპორტო პოტენციალის სრული რეალიზაციის შესაძლებლობას მოგვცემს, ჩვენ გავაძლიერებთ საზღვაო პორტებს და ფლოტს, კასპიის ზღვაზე საკონტეინერო ჰაბს შევქმნით“, – განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა რესპუბლიკურ საზოგადოებრივ შტაბში გამართულ შეხვედრაზე.

ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანია, რომელიც ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის აკვატორიის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით ევროკავშირში შედის.