თბილისი (GBC) - recov.ge-ის ინფორმაციით, 2025 წლის აპრილში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის აპრილთან შედარებით 6.7%-ით შემცირდა და 1,178 ერთეული შეადგინა, ბაზრის ზომა კი 2.2%-ით 67 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
ბათუმში 2025 წლის აპრილში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 9.1%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1,201 აშშ დოლარი შეადგინა.
ამასთან, ბათუმში 2025 წლის აპრილში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 3.9%-ით შემცირდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 28.2%-იანი კლება დაფიქსირდა.