თბილისი (GBC) - ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ X-ზე წერს, რომ "სამწუხარო დღეა საქართველოში დემოკრატიისთვის. ეუთო/ოდირი ვერ აკვირდება ადგილობრივ არჩევნებს, რეკომენდაციები არ არის გათვალისწინებული, ძალადობის სამწუხარო გამოყენება ხდება".
„რეპრესიული კანონები და ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრება საქართველოს არჩევნების მიმართ ნდობას კიდევ უფრო ამცირებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
A sad day for democracy in Georgia. OSCE/ODIHR unable to observe local elections, recommendations unaddressed. Regrettable use of violence.
— Norway MFA (@NorwayMFA) October 5, 2025
Repressive laws and jailing opposition leaders further undermine trust in Georgia’s elections. pic.twitter.com/q2xf4ztG4j
2025 წლის 4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, რომელიც საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების გარეშე ჩატარდა, „ქართულმა ოცნებამ“ 64-ვე მუნიციპალიტეტში (ზოგში 100%-ით) მოიპოვა გამარჯვება.
შაბათს გამართული არჩევნები თბილისში საპროტესტო დემონსტრაციის ფონზე მიმდინარეობა.
მოგვიანებით, დააკავეს „საორგანიზაციო კომიტეტის“ ხუთივე წევრი. ესენი არიან: მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერი პაატა ბურჭულაძე, ამავე მოძრაობის წარმომადგენელი მურთაზ ზოდელავა - ყოფილი მაღალჩინოსანი ენმ-ის მმართველობისას, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ნადირაძე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე და პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე.