თბილისი (GBC) - ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთითა და დაფინანსებით, ავტორიტეტულმა ამერიკულმა ორგანიზაციამ „ედისონ რისერჩმა" ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა. გამოკითხვა ჩატარდა 01.10 - 18.10 პერიოდში მთელი საქართველოს მასშტაბით ოკუპირებული ტერიტორიების გარდა.
პირისპირ კვლევის მეთოდით გამოიკითხა 1 200 არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე. ცდომილების ზღვარი +/- 2.8%, 95%-იანი სანდოობის ზღვრისთვის.
კვლევის შედეგად კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას დადგინდა:
- „ქართული ოცნება – დემოკრატიული მოძრაობა“ – 34%
- „ერთიანობა: ენმ, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო – 18%
- „კოალიცია ცვლილებებისთვის: გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ – 14%
- „ძლიერი საქართველო: ლელო, ხალხისთვის, თავისუფლების მოედანი, მოქალაქეები“ – 10%
- გახარია – საქართველოსთვის“ – 11%
- „ლეიბორისტული პარტია“ – 5%
- „გირჩი“ (იაგო ხვიჩია) – 4%
- „პატრიოტთა ალიანსი/ალტ ინფო“ – 3%
- სხვა პარტიები – 1%