თბილისი (GBC) - თბილისის სააპელაციო სასამართლო 23 გაერთიანებული საჩივრიდან მხოლოდ ცესკოს მოთხოვნა დააკმაყოფილა. საარჩევნო კომისიას უნდოდა, გაუქმებულიყო თეთრიწყაროში ელექტრონულ უბნებზე არჩევნების ხელახლა ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება. არასამთავრობო ორგანიზაციები კი ყველა ელექტრონული უბნების შედეგების გაბათილებას მოითხოვდნენ, რადგან დარღვეული იყო ხმის მიცემის ფარულობა.
სააპელაციო სასამართლოს კოლეგია გოჩა დიდავასა და დიმიტრი გვრიტიშვილის მონაწილეობითა და დავით ახალბედაშვილის თავმჯდომარეობით საქმეს 21 საათის განმავლობაში განიხილავდნენ.