თბილისი (GBC) – საქართველოს ბანკმა საჩუქრების კამპანია დაიწყო, რომელიც ბიზნეს მომხმარებლებისთვის მრავალფეროვან ბენეფიტს მოიცავს.

კამპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ფულადი პრიზებია, რომლის მიღების შესაძლებლობა ბიზნესს მინიმუმ 50-ლარიანი გადარიცხვის შესრულების შემდეგ აქვს.

ბიზნესი, ყოველ მე-1000 ტრანზაქციაზე 100 ლარს, ხოლო ყოველ მე-10 000 ტრანზაქციაზე - 12 500 ლარს მიიღებს.

გათამაშებაში მონაწილეობს როგორც ეროვნულ, ისე უცხოურ ვალუტაში გადარიცხვები, მათ შორის — სახაზინო გადარიცხვებიც.

გარდა ამისა, კამპანიის ფარგლებში:

  • ყველა მონაწილე ბიზნესს საჩუქრად გადაეცემა Mastercard ბიზნეს ბარათი, რომელზეც ნებისმიერი გადახდისას 2%-იანი ქეშბექი დაერიცხება (მაქსიმუმ 500 ლარამდე). ბარათის გამოყენება შესაძლებელია როგორც ყოველდღიური ხარჯებისთვის, ისე სხვადასხვა ციფრული თუ საოპერაციო საჭიროებისთვის.
  • ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ 3 თვის განმავლობაში საკომისიოს გარეშე გაააქტიურონ ბიზნეს ნაკრები M, რომელიც მოიცავს მოთხოვნად საბანკო სერვისებს: გადარიცხვებს შეღავათიანი ტარიფით, მეტ უფასო პროდუქტსა და კომუნალურ გადახდებს ყოველთვიურად, განაღდების მაღალ ლიმიტს და ა.შ. მომსახურების გააქტიურება შესაძლებელია საქართველოს ბანკის ციფრული არხების — ბიზნეს მობილბანკის და ინტერნეტბანკის — მეშვეობით.

კამპანიაში ჩართულ ბიზნესებს ასევე შეუძლიათ აირჩიონ ერთი ბენეფიტი შედეგიდან:

  • გადარიცხვები ეროვნულ ვალუტაში (სახაზინოს ჩათვლით) — საკომისიოს გარეშე;
  • ან გადარიცხვები უცხოურ ვალუტაში — საკომისიოს გარეშე.

გათამაშებაში მონაწილეობს როგორც ეროვნულ, ისე უცხოურ ვალუტაში გადარიცხვები, მათ შორის — სახაზინო გადარიცხვებიც.

კამპანიაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

  • იურიდიულ პირებს, რომლებსაც 23 ივნისამდე არ ჰქონიათ ანგარიში საქართველოს ბანკში და მას დისტანციურად 30 სექტემბრამდე გახსნიან.
  • იურიდიულ პირებს, რომლებიც ბიზნესს (შპს ან ინდ. მეწარმე) საქართველოს ბანკის ფილიალში დაარეგისტრირებენ დაბიზნეს ანგარიშსაც გახსნიან;
  • იურიდიულ პირებს, რომლებსაც ბიზნეს მობილბანკი ან ინტერნეტბანკი 1 აპრილის შემდეგ არ გამოუყენებიათ. 

Mastercard ბიზნეს ბარათის მიღება და კამპანიაში ჩართვა შესაძლებელია როგორც ბიზნეს მობილბანკიდან და ინტერნეტბანკიდან. თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი — გახსენით ბიზნეს ანგარიში ონლაინ სულ რაღაც 2 წუთში.

ბიზნესის დაწყების მსურველებს კი შესაძლებლობა აქვს, უკვე საქართველოს ბანკის 5 ფილიალში სამეწარმეო რეესტრში დაარეგისტრიროს შპს ან მიიღოს ინდ.მეწარმის სტატუსი.  ფილიალების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.