თბილისი (GBC) - სებ-ი აკრძალული რისკის პოზიციების ჩამონათვალს აფართოებს. ბანკში რისკის პოზიციები რომ არ შეიქმნას, გარკვეული ტრანზაქციებისას, მათ შორის ბენეფიციარი მესაკუთრის მიერ აქციების თუ ობლიგაციების შეძენისას.
აკრძალვა ეხება ბანკის შვილობილი ან სათაო კომპანიის წილობრივ* თუ სავალო* ინსტრუმენტის შესყიდვის ტრანზაქციებს.
სებ-ის პრეზიდენტის ბრძანებით, დებულებებში ცვლილებები, ბაზართან კონსულტაციების დასრულების შემდეგ შევა. 2 ოქტომბრამდე ნებისმიერ დაინტერესებულს აქვს წინადადების წარდგენის შესაძლებლობა, შესაბამისი ფორმით, რომელიც პროექტს დანართით მოჰყვება.
თურნავას ბრძანებით, იცვლება რისკის პოზიციის ღირებულება, რაც საკრედიტო რისკის მიტიგაციის ეფექტის გათვალისწინების გარეშე, რეზიდენტი სისტემური მნიშვნელობის ბანკის მიმართ არ უნდა აღემატებოდეს გამსესხებელი ბანკის პირველადი კაპიტალის 50%-ს. როცა ერთი სისტემური ბანკი მეორისგან სესხულობს.
მოქმედი დებულებით, (მუხლი 4(დ) ღირებულებაში შედის (ახლა ემატება) ამავე ბანკში სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული ფულადი სახსრებით, ფულთან გათანაბრებული ინსტრუმენტებით და ფასიანი ქაღალდებით უზრუნველყოფა.
რისკების დებულებას ახლავს ინსტრუქცია, რომლითაც საბანკო სექტორი 2022 წლიდან ხელმძღვანელობს რისკიანი ოპერაციების ტრანზაქციებისას.
მოწილეების ურთიერთდაკავშირების ნიშნით ჯგუფდება კომპანიები. ახალი ინდიკატორებით კლასიფიცერებულ მსესხებელზე გაცემული ჯამური პორტფელი, ბანკის პირველადი კაპიტალის 25%-ს არ უნდა აღემატებოდეს.
დაკავშირებულად ითვლება როგორც იურიდიული ასევე ფიზიკური პირი. მაგ: ბანკის საცალო მსესხებელი, რომელიც კორპორაციული კლიენტი კომპანიის 50%-იანი მოწილეა. ასევე კომპანია, რომელიც სხვა კომპანიის თანამფლობელიცაა. ასეთი კავშირები საფინანსო ბაზარზე ბევრია: მაგ, სალიზინგო & ბანკი, მისო & ბანკი, მისო & ლომბარდი....
დამატებით რეგულაციაში მოყოლილი მსესხებელი ურთიერთდაკავშირებულთა ჯგუფში ერთიანდება. დაჯგუფება ფინანსური პრობლემების გაშეარების პრევენციას ემსახურება. ურთიერთდამოკიდებულება ბანკისთვის წარმოშობს ერთ მთლიან რისკს, მსესხებლების ერთ ჯგუფად აღრიცხვით კი კრედიტორმა კონცენტრაციის რისკების მართვა უნდა გააუმჯობესოს. და კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება უნდა მოამზადოს
ინსტრუქცია მონათესავე კომპანიების მფლობელების და მათი ოჯახის წევრებზეც ვრცელდება, ₾0.5 მლნ-დან ქეისზე.
კონტროლის მანიშნებელ გარემოებად ითვლება ორ სხვადასხვა კომპანიის დირექტორატში ან სამეთვალყურეო საბჭოში ერთი და იგივე პირების არსებობა, 20%-ზე მეტი წილის ფლობა სხვა კომპანიაში. ინსტრუქცია განსაზღვრავს ეკონომიკური დამოკიდებულების ნიშნით მსესხებლების დაჯგუფებასაც.
.
*სავალო ინსტრუმენტი განმარტებულია „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით, როგორც ნებისმიერი მიმოქცევადი სავალო საბუთის და ამ საბუთის ეკვივალენტური სხვა ნებისმიერი ინსტრუმენტი, აგრეთვე ნებისმიერი მიმოქცევადი საბუთი, რომელიც იძლევა სხვა სავალო ინსტრუმენტის შეძენის უფლებას ხელმოწერის ან გაცვლის გზით; მიმოქცევად სავალო ინსტრუმენტს შეიძლება ჰქონდეს სერტიფიკატების ან საბუღალტრო ჩანაწერების ფორმა;
* წილობრივი ინსტრუმენტი როგორც ცვლილების პროექტით განისაზღვრა, უნდა იქნეს გაგებული როგორც ბასს 32-ით განსაზღვრული წილობრივი ინსტრუმენტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად წილობრივი ინსტრუმენტი არის ნებისმიერ ხელშეკრულება, რომელიც ადასტურებს საწარმოს აქტივებში ყველა მისი ვალდებულების გამოქვითვის შემდეგ დარჩენილი წილის საკუთრების უფლებას.
კითხვების საპასუხოდ რომ განვმარტოთ, ცვლილების პროექტი არ საუბრობს იმაზე რას შეიძენს/ან ვერ შეიძენს ბანკი. კომერციული ბანკს ეკრძალება პირდაპირ ან არაპირდაპირ დააფინანსოს საკუთარი წილობრივი ან სავალო ინსტრუმენტების შეძენა. მაგალითად, კომერციულ ბანკს ეკრძალება სესხი გასცეს ცვლილების პროექტით გათვალისწინებული ტრანზაქციების განსახორციელებლად.”