თბილისი (GBC) - ნიუ იორკში რეგისტრირებულმა აქტივების მმართველმა კომპანია Lazard Asset Management LLC-მ, Georgia Capital PLC-ში (GCAP) საკუთარი წილი 5.08%-დან 4.85%-მდე შეიმცირა. ტრანზაქცია ლონდონში, 20 იანვარს განხორციელდა. 

ტრანზაქციის შედეგად, Lazard-ის საერთო ხმის უფლება 1,690,027 აქციით განისაზღვრა, თუმცა ფლობა სრულად არაპირდაპირი ფორმითაა (DTR5.2.1).

ტრანზაქციაში არაა დაკონკრეტებული, თუმცა სავარაუდოა, რომ აქციების არაპირდაპირი ფლობა Lazard Asset Management LLC-ის მიერ, არ არის აქციების ბენეფიციარი მფლობელობა ეკონომიკური შინაარსით, გამომდინარე იქიდან, რომ ის აქტივების მმართველია.

შესაბამისად, სავარაუდოა, რომ აქციები ეკუთვნის Lazard-ის კლიენტებს (მ.შ შეიძლება იყოს ფონდები, მანდატები, ინსტიტუციური ინვესტორები), თუმცა ხმის მიცემის უფლება დელეგირებულია Lazard-ზე.