თბილისი (GBC) - ბანკებმა ავტოსესხიც გააძვირეს, სებ-ის სტატისტიკით, საშუალო შეწონილი საბაზრო განაკვეთი, 27.2%-მდეა მომატებული (2 წლამდე ვადიანობის). 1 წლამდე ვადით 34.8%-ად გაიცემა
ბანკების დაბანდებაში ავტოსესხების მოცულობა, 6 თვიანი ჩავარდნის შემდეგ (სექტემბერი-იანვარი) თებერვალში გაზრდილია, 295 მლნ ლარამდე (+ 10% m.m). ამას ემატება ავტოლომბარდი, 135 მლნ -იs.
BRG-ის ინფორმაციით,ავტოდაკრედიტება პიკზე აგვისტოს ბოლოს იყო, 342 მლნ ლარის დაბანდებით.
კომერციულ ბანკებში დაფინანსების შემოდგომა-ზამთრის ვარდნას საგარეო ფაქტორებით ხსნიან, მ.შ. ცენტრალური აზიიდან გაზრდილ მოთხოვნით, რამაც რეექსპორტის წილი გაზარდა. საპროცენტო განაკვეთები კი ძირითადად სავალუტო სესხების მოთოკვა აწია, სავალუტო დაკრედიტების შეზღუდვის 3 რაუნდიანი ზრდის გავლენით (იანვრიდან ზღვარი 500 000-მდეა გაზდილი).
ავტოსესხი 6 წლამდე ვადით გაიცემა . მეორადი, 17-18% წლიური განაკვეთით. სალონის ავტომობილის შესაძენი სესხის წლიური განაკვეთი 12-13%-დან განისაზღვრება.
მსესხებლის თანამონაწილეობა, 20-30%-ის ფარგლებშია. ამასთან LTV არ მსუბუქდება. როგორც იცით უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ სესხზე სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტით (LTV) ლარში 10%-მდე შემცირდა, არარეზიდენტებისთვის, უცხოურ ვალუტაში კი 20%-მდე 30%-დან)
როგორც TBC -ში და საქართველოს ბანკში განაცხადეს, ფინანსდება მხოლოდ ადგილზე ჩამოყვანილი მანქანები (განუბაჟებელიც). აუქციონზე კრედიტით შესყიდვა არ ხდება.
განაკვეთის და ვადა განისაზღვრება მომხარებლის შემოსავლების და ავტომობილის მდგომარეობის გათვალისწინებით. ავტოსესხის გასტუმრების თარიღისთვის ავტომობილი გამოშვების თარიღი 2019 წლამდე არ უნდა იყოს. ავტოლიზინგისას უფრო ძველი დაიშვება.
ბანკებს სატრანსპორტო სესხებს ძირითადად შვილობილი სალიზინგო კომპანიებით გასცემენ განაკვეთი 28%-44%-ის ფარგლებშია. კომერციული ბანკი კი ძირითადად ავტოსაგანვადებო კრედიტებს გასცემს. ამ სეგმენტში მსხვილაქტივებიანი ბანკები ოპერირებენ.
ინდექსირებული სესხი (სავალუტო ლიბორზე მიბმული, ლარის ცვლადგანაკვეთიანი რეფინანსირების განაკვეთს ებმება). ვადის დასრულებამდე, რამდენჯერმე შეიძლება გაძვირდეს. სასესხო პირობების თანახმად ლარში, განაკვეთის 5%პ-ით მატებისას, ეფექტური 23% -ს უტოლდება. დოლარში 3 %პ-ით ცვლილებისას ეფექტური განაკვეთი 17%-დან 21%-მდე, ევროში კი 16.2%-დან 19.4%-მდე იზარდება.
სავალუტო სესხის პირობებში განაკვეთის კორექტირების ჩადებას გლობალური განაკვეთების მატება-კლება განაპირობებს (ევროპის ცენტრალურმა ბანკის და ფედ-რეზერვის განაკვეთის და მისი ცლილების ზრდა-კლების მოლოდინების მიხედვით).